დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„უნდა დავაცადოთ ერთი-ორი დღე, ვიდრე ტელეფონი გაიხსნება“ - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა შსს დატოვა 11.08.2020 22:36

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვეს. როგორც თამარ ბაჩალიაშვილის მამამ შენობის დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა, დღეს მათ გარკვეული ტიპის ინფორმაცია მიიღეს. მისივე თქმით, დაახლოებით ორ დღეში მოხდება ტელეფონის გახსნა, რის შემდეგაც უფრო მეტი ეცოდინებათ.

 

„გარკვეული ინფორმაცია მივიღეთ. რაღაცები ვნახეთ. ტელეფონთან დაკავშირებით ჯერ არა, ალბათ, ერთ-ორ დღეში ეგეც იქნება. კომპიუტერთან დაკავშირებით, შიგნით რაღაცები იყო, ვიდეოები ვნახეთ. მგონი, პატარა რაღაცები მნიშვნელოვანი არის. რაღაცები უნდა შეცვალოს. დამატებით არაფერი უთქვამთ, უნდა დავაცადოთ, 1-2 დღე, ტელეფონი რომ გაიხსნება“, - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები