დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„ქარხანაში რა გინდოდათ?! სასაქონლო ზედნადებს ეძებდით?! "ობეხე" ხართ?!“ 07.08.2020 00:12

ბონდო მძინარაშვილის პოსტი:

 

ბეირუთში, პორტში დასაწყობებული ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა. რუსთავის აზოტის ქარხანამ ეს ამონიუმის ნიტრატი 7 წლის წინ გაყიდა. ამონიუმის ნიტრატი ბათუმში ჩაიტანეს (უსაფრთხოდ!), გემზე დატვირთეს (უსაფრთხოდ!) და გემმა გეზი მოზამბიკისკენ აიღო (უსაფრთხოდ!). გზად, ლიბანში, გემი გააჩერეს, ტვირთი ჩამოცალეს და საწყობში გადაიტანეს. ასე იდო მშვიდად (აუფეთქებლად!), სანამ ამ საწყობის გვერდით შედუღებას დაიწყებდნენ იქ, სადაც პიროტექნიკა ინახებოდა. პიროტექნიკას ცეცხლი გაუჩნდა, რაც იმ საწყობზე გადავიდა, სადაც ამონიუმის ნიტრატს ინახავდნენ აგერ, უკვე 7 წელიწადი. ამონიუმის ნიტრატი, 2750 ტონა, აფეთქდა და ბეირუთის პორტში 5 კილომეტრის რადიუსში ყველაფერი დაანგრია. ხალხი დაიღუპა და დაშავდა. "აზოტი" ამ ნიტრატს, ანუ ყველასთვის ცნობილ გვარჯილას ათწლეულების განმავლობაში ამზადებს და საქართველოშიც მოიხმარენ.

 

ჰოდა, ჟურნალისტები ქარხანას მიადგნენ! რა გინდოდათ?! სასაქონლო ზედნადებს ეძებდით?! "ობეხე" ხართ?!  P. S. მოზამბიკი კი დარჩა გვარჯილის გარეშე, მაგრამ, სამწუხაროდ, ბეირუთი ვერ გადაურჩა უბედურებას! ოღონდ, რა შუაშია საქართველო და რუსთავის აზოტის ქარხანა, მართლა ვერ გავიგე, - უხარისხო ამონიუმის ნიტრატი გაატანა მყიდველს?! დარწმუნებული ვარ, პიროტექნიკის მწარმოებელ ქვეყანაში არც ერთი ჟურნალისტი არ იკითხავს, რატომ აფეთქდა პიროტექნიკა! პიროტექნიკაა და, - იმიტომ! ამონიუმის ნიტრატიც იმიტომ აფეთქდა, რომ... ამონიუმის ნიტრატია! ფეთქდება ხოლმე! ხანდახან და როცა უსაფრთხოების ზომებს არ იცავენ! ქარხანა რა შუაშია?!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები