დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„შალვა ნათელაშვილის ფანჩატურს რაღაც „მაგიური ძალა“ აქვს - იქ მჯდომი პოლიტიკოსი კიდევ უფრო ჩლუნგდება“ 05.07.2020 18:25

 

 

გია აბაშიძის პოსტი:

 

შალვა ნათელაშვილის ფანჩატურს რაღაც 'მაგიური ძალა' აქვს. იქ მსხდომი პოლიტიკოსი კიდევ უფრო ჩლუნგდება და მყისიერად კარგავს საღ აზროვნებას. სიმართლის თქმის გამო, ევროპელ ელჩებზე თავდასხმების შემდეგ, ე.წ. "ევროპულმა საქართველომ" მორიგი არალოგიკური და არარაციონალური მოთხოვნა წამოაყენა - გაიხსნას თურქეთთან საზღვარი, გავუშვათ ქართველები თურქეთში სამუშაოდ! მაპატიეთ და ნაცოპოზიცია ჩლუნგი და არარაციონალური კი არა, საკუთარი ქვეყნის მტერია, თანაც უაღრესად გაბოროტებული რევანშისტი. მავნებელი ნაცოპოზიცია შოკშია იმის გამო, რომ საქართველო წარმატებულად და სანიმუშოდ გაუმკლავდა კორონავირუსის პირველ ტალღას, რაც ერთსულოვნადაა აღიარებული შინ და გარეთ. ექიმებზე თავდასხმებით და ყალბი ამბების ნიაღვრებით ნაცოპოზიციამ ვერანაირად დააკნინა ჩვენი გმირი, მზრუნველი სპეციალისტების როლი პანდემიასთან ბრძოლაში. ახლა კი, ბოროტი ნაცები ცდილობენ, რომ ორი კურდღელი დაიჭირონ - ხალხზე მზრუნველის მანტია და ამასთან, ხალხის აგრესიის წარმართვა ხელისუფლებისკენ და მეორე მხრივ, თურქეთიდან გზა გაუხსნან უდიდესი ძალისხმევით მოგერიებულ ვირუსს. რევანშისტი ძალების ერთადერთი მიზანი სისტემის ჩამოშლაა.
COVID-19-თან ბრძოლაში საქართველო ოაზისია ფართო რეგიონში. ზოგ ქვეყანაში მეორე ტალღაა და ხელახალი კარანტინებია. ეს ჩვენ, ცხადია, არავის გვსურს. ბოროტ რევანშისტ ნაცოპოზიციისა და მის ანასხლეტების დღის წესრიგით არ ცხოვრობს საქართველო!. საზღვრები გაიხსნება, მაშინ როცა იქნება უსაფრთხო ჩვენი ქვეყნისთვის.


მმართველი "ქართული ოცნების" გუნდი, რომელმაც ვირუსით დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის კომპლექსური გეგმა დაამტკიცა და ეფექტიანად ახდენს მის რეალიზაციას, დარწმუნებული ვარ, რომ კვლავაც ყველაფერს გააკეთებს როგორც ჩვენი თანამემამულეების პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე განუხრელად იზრუნებს მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. მმართველი გუნდი არ უნდა აყვეს იაფფასიანი პოპულიზმით დაკავებული შალიკოს "ფანჩატურელებს"!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები