დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„შალვა ნათელაშვილი ხომ ყველა პარტიაში გამარჯვებულია, „პატრიოტთა ალიანსი“ - ამიერკავკასიის ლიდერია,“ ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ მსოფლიოს ლიდერია“ 28.10.2020 21:37

ღმერთმა დამიფაროს და მეც რომ ვიყო ბურჯანაძე, ვიტყოდი რომ გაყალბდა არჩევნები, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გადაცემაში „რეზიუმე“ "ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებას, სადაც ის ბიულეტენების გადათვლას ითხოვს, ვინაიდან, აქვს ფაქტები, სადაც ჩანს, რომ მას ბიულეტენების რაოდენობა შეუმცირეს. გია ვოლსკის თქმით, ნინო ბურჯანაძეს არ აქვს არანაირი საფუძველი რომ ეჭვი შეიტანოს საარჩევნო კომისიის საქმიანობაში. „ყველა პარტიას თავისი ბიულეტენი აქვს, რომელსაც დასრულებისას ასლებად იღებენ. ბურჯანაძეს არც შეეძლო სხვანაირად რომ ეთქვა. ღმერთმა დამიფაროს და მე რომ ვიყო ნინო ბურჯანაძე, მეც ვიტყოდი მოდით, გაყალბდა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

წამყვანის კითხვაზე, რატომ არ თანხმდება მმართველი გუნდი საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების გადათვლას, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ასეთი რამის დაშვება არ შეიძლება. „ჩვენ კი არა ლოგიკა არ თანხმდება. როგორ შეიძლება ასეთი რამის დაშვება. წარმოიდგინეთ საქართველოში რამხელა ტალღა აგორდება. საარჩევნო უბნების გახსნის და გადათვლის დაუმთავრებელი აქციაა. მთავარია არჩევნები არ გაყალბდეს. თითო უბანზე დამკვირვებლები, კომისიის წევრები და პარტიის წარმომადგენლები არიან. ნინო ბურჯანაძეს რომ ეთქვა გადათვლა მინდაო, მერე შალვა ნათელაშვილიც იტყოდა, ის ხომ ყველა პარტიაში გამარჯვებულია, „პატრიოტთა ალიანსი“ ხომ ამიერკავკასიის ლიდერია,“ ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ მსოფლიოს ლიდერია. აქედან გამომდინარე, რეალური ქაოსი წამოიქმნება არამარტო პარტიების რაოდენობიდან გამომდინარე, არამედ პოლიტიკური კულტურიდანაც“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

ცნობისთვის, „ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას დაჩქარებული წესით ითხოვს, რაც ბიულეტენების გადათვლის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ბურჯანაძემ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, აუცილებლად დაჩქარებული წესით განიხილოს აღნიშნული კანონპროექტი და მხარი დაუჭიროს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები