დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„ჩვენი სახეობა არაა ძალადობა - ასეთი განცხადებების შემდეგ, არათუ აქ მოსვლა, ამ ბრძოლასა და აქციაშიც კი მისი ადგილი არ არის“ 01.12.2020 22:45

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ვარშალომიძე პოლიციელების მიმართ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრის, ასლან ვაშაყმაძის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის ადგილს ოპოზიციის აქციებზე ვერ ხედავს.

 

„ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, უკვე ერთობლივად გავემიჯნეთ ამას. ჩვენი სახეობა არაა ძალადობა. პირდაპირ გეტყვით, ასეთი განცხადებების შემდეგ, არათუ აქ მოსვლა, არამედ, ამ ბრძოლასა და ამ აქციაში მისი ადგილი არ არის“ - აცხადებს ლევან ვარშალომიძე.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები