დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„ჩვენ გვიწევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება წლის ბოლომდე“ 06.07.2020 20:26

ჩვენ გვიწევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება წლის ბოლომდე ,- ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან, პარლამენტში, ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ხუნდაძის თქმით, კანონში ცვლილებები, რომელიც რეგულაციების ვადის გახანგრძლივებას გულისხმობს, უკვე ინიცირებულია და მისი განხილვა კომიტეტებზე დაიწყება. როგორც ცნობილია, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების ვადა 15 ივლისამდე იყო განსაზღვრული.

 

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ კოვიდ-19- თან ბრძოლის საუკეთესო ტაქტიკა შეიმუშავა და შედეგიც სახეზეა - გვაქვს გამორჩეულად პოზიტიური შედეგი, ჩვენ მაინც გვიწევს პანდემიის რეჟიმში ცხოვრება. მოსალოდნელია, შესაძლო მეორე ტალღა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს უფრო მაღალი გავრცელება, იყოს შედეგობრივად უფრო მძიმე, ამიტომ ჩვენ გვიწევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება წლის ბოლომდე. რა თქმა უნდა, ამ ვითარებასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მოახლოვდა საარჩევნო პერიოდი და შესაძლოა, ეპიდვითარების გაუარესებისთვის მითიც კი აღმოჩნდეს ამიტომ ვფიქრობ, უპირველესია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, საჭიროა ეს პოზიტიური შედეგი იქნას ბოლომდე მიყვანილი და ამისათვის აუცილებელი პირობა არის რომ ხელისუფლებას არ უწევდეს მძიმე შეზღუდვებით მისი მართვა, ანუ საგანგებო მდგომარეობის შემოღება საჭიროების შემთხვევაში და მან შეძლოს მართვა უფრო მსუბუქი რეგულაციებით, რის შესაძლებლობასაც იძლევა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონი", - განაცხადა ხუნდაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები