დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„ჩვენ მხარს ვუჭერდით ებრაელებს ჰიტლერის წინააღმდეგ, ახლა კი პალესტინელების მხარეზე ვართ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ“ 14.05.2021 11:59

გაზეთი „საბაჰი“ («Sabah») სტატიაში „ჩვენ მხარს ვუჭერდით ებრაელებს ჰიტლერის წინააღმდეგ, ახლა კი პალესტინელების მხარეზე ვართ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ“ (ავტორი - მეჰმეთ ბარლასი) ყურადღებას ამახვილებს, რომ ისრაელის ადმინისტრაციამ პალესტინელების ჩაგვრა ურაზა-ბაირამის ზეიმის დღეებშიც კი გააგრძელა.

 

„ჩვენ, თურქები, ებრაელების მტრები არ ვართ. არსებობენ ფაქტები, რომლებიც ებრაელებმა უნდა იცოდნენ: როცა ესპანეთის მეფე ფერდინანდმა და დედოფალმა იზაბელამ ებრაელები ესპანეთიდან გააძევეს (1492 წელს ესპანეთში ებრაელებს ულტიმატუმი წაუყენეს - ან გაქრისტიანება, ან ქვეყნიდან გაძევება - ს.კ.), ჩვენ ისინი ხელგაშლით მივიღეთ. იმ დროს, როცა ევროპულ ქვეყნებში ანტისემიტიზმს და ებრაელებისადმი სიძულვილს აღვივებდნენ, ოსმალეთის მიწებზე ებრაელებს უფლებები არ შეზღუდვიათ, მათ ყველასთან თანაბარი უფლებები ჰქონდათ. როცა ადოლფ ჰიტლერმა ებრაელებს გენოციდი მოუწყო, თურქეთმა ებრაელი მეცნიერები გულთბილად მიიღო... 1948 წელს, როცა გაერომ გადაწყვეტილება მიიღო ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოების შექმნის თაობაზე, თურქეთმა პირველმა აღიარა ისრაელის დამოუკიდებლობა.

 

ასე რომ, უგუნურმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, სანამ ვთქვათ და თურქეთზე თავდასხმას გადაწყვეტს, მან პირი და ტვინი უნდა გამოირეცხოს, რომ სამართლიანად ილაპარაკოს. თურქეთი და მისი პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი გმობს იმ ფაქტს, რომ ისრაელი ნეთანიაჰუს აგრესიული პოლიტიკის მძევალია. მისი მთავრობა პალესტინელებს ჰიტლერული გერმანიის მსგავსად ექცევა და ჩაგრავს. როცა იცხაკ რაბინმა (ისრაელის პრემიერმა) და იასირ არაფატმა (პალესტინის ლიდერმა) 1993 წელს ოსლოში ხელი სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს, თურქეთმა მათ მხარი დაუჭირა, როცა 1995 წელს ებრაელმა ფანატიკოსმა იცხაკ რაბინი მოკლა, ჩვენ დავგმეთ მკვლელობის ფაქტი. ანუ თურქეთს ყოველთვის ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა უსამართლობაზე, ვის წინააღმდეგაც არ უნდა ყოფილიყო ის მიმართული - ებრაელების თუ პალესტინელების.

 

მსოფლიოში ბევრი რამ ხდება როგორც სწორად და სამართლიანად, ასევე მცდარად და უსამართლოდ. ყურადღება მივაქციოთ დიდ ბრიტანეთს: ლონდონის მერად მეორე ვადით ირჩევენ მუსლიმან სადიკ ხანს. მაგრამ იმავდროულად საფრანგეთში პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ოპოზიციონერი მარი ლე პენი ფანატიკური ისლამოფობები არიან. ასევე თვით ისრაელშიც იაირ ლაპიდი ძალიან განსხვავდება ბენიამინ ნეთანიაჰუსაგან. ჩვენ, თურქები, უკანონობის, ძალადობის, ჩაგვრის, ფანატიკური დისკრიმინაციის მოწინააღმდეგეები ვართ. როცა ებრაელებს ჩაგვრავდნენ, ჩვენ მათ მხარეზე ვიყავით, ახლა როცა პალესტინელები ბენიამინ ნეთანიაჰუს ტირანიას განიცდიან, ჩვენ პალესტინის მხარეზე ვართ“.

 

წყარო: https://www.sabah.com.tr/yazarlar/barlas/2021/05/13/hitler-karsisinda-yahudileri-destekliyorduk-simdi-de-netanyahu-karsisinda-filistinlilerden-yanayiz

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები