დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„ჰამასის“ ლიდერი პალესტინელებს მასობრივი დემონსტრაციებისკენ მოუწოდებს 14.05.2021 11:42

პალესტინური რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია პალესტინელებს დღეს მასობრივი დემონსტრაციებისკენ მოუწოდებს.

 

როგორც „ალ-ჯაზირა“ წერს, „ჰამასის“ ლიდერი მოუწოდებს პალესტინელებს, ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიებზე გამართონ დემონსტრაციები, ისრაელის პოლიციის მიერ ალ-აქსას მეჩეთში მუსლიმი მომლოცველების დარბევისა და ღაზას სექტორში ავიადარტყმების გასაპროტესტებლად.

 

ამის პარალელურად, ღაზას საზღვართან ისრაელის სამხედრო დანაყოფები და ტექნიკაა მობილიზებული. ამასთან, ისრაელში მობილიზებულია 9 000 რეზერვისტი.

 

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ორმხრივი იერიშები 9 მაისიდან არ წყდება. ღაზას სექტორიდან ისრაელში განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. ანკლავში ისრაელის დაბომბვას 113 ადამიანი ემსხვერპლა.

 

აღსანიშნავია, ასვე, რომ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტის წინადადებაზე ისრაელმა უარი თქვა. ამის შესახებ გამოცემა „ალ არაბია“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.


„ალ არაბიას“ ინფორმაციით, თელ-ავივში ვიზიტით მყოფმა ეგვიპტის დელეგაციამ ისრაელის მხარეს ერთი წლის ვადით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესთავაზა და ამ პროცესის პალესტინელებთან კოორდინაცია საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ ინიციატივაზე უარი მიიღო.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები