1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3,3332 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3,3332 ლარი შეადგინა.
აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2897 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0435 პუნქტით გაუფასურდა.
რაც შეეხება, ევროს მისის შეძენა 3.8812 ლარად არის შესაძლებელი. ოთხშაბათს 1 ევრო 3.8292 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.052 პუნქტით გაუფასურდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ავტორ(ებ)ი : geotime.ge