დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 293 ფაქტი გამოავლინეს 14.04.2021 11:53

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

უწყების  ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 98 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 47 ფაქტი, იმერეთში - 39 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 33 ფაქტი, ქვემო-ქართლში - 28, შიდა ქართლში - 20, აჭარაში - 12, რაჭა-ლეჩხუმში ქვემო სვანეთში - 8 და მცხეთა-მთიანეთშიც 8 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 400 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 65 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 11 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

 

2020 წელს (1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით) 7009 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტი ფაქტი უკანონო ტყითსარგებლობას ეხება. 1 წლის განმავლობაში კი, გარემოსდაცვითი სამართალდამრღვევების გამო დაკისრებული ჯარიმა 2,8 მლნ ლარი სცდება. მთელი 2020 წლის განმავლობაში დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 1529, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევის 1247, სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 284 ფაქტი და 84 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

 

გარემოსდაცვითი სამართალდამრღვევებისთვის 2020 წელს ჯამში 2,8 მლნ ლარზე მეტი ჯარიმა გამოიწერა

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები