დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს! 20.06.2021 14:53

 

 

 

საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა შესარჩევი ეტაპის ბ ჯგუფში ოთხივე მატჩი მოიგო და 12 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. საცურაო კომპლექს „ოლიმპიკში“ ქართველმა წყალბურთელებმა ბელარუსი 17-10, სლოვაკეთი 17-7, ლიეტუვა 20-8 და მოლდოვა 27-7 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებმა ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ლიეტუვასთან მოგებული მატჩის შემდეგ გაიფორმეს.

 

შეგახსენებთ, რომ ევროპის წინა ჩემპიონატს 2019 წელს საქართველომ უმასპინძლა. თბილისში გამართულ ევროპირველობაზე ჩვენმა გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები