"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ დღის კალენდარს:
1299 წლის 28 ივლისი - მარკო პოლო ვენეციაში დაბრუნდა.
1914 წლის 28 ივლისი - პირველი მსოფლიო ომი დაიწყო.
1921 წლის 28 ივლისი - ქუთაჰიაში შეკრებილმა ბერძნულმა ომის ასამბლეამ, ანკარისკენ მსვლელობის გადაწყვეტილება მიიღო.
1923 წლის 28 ივლისს დაიბადა ვლადიმირ ბასოვი - საბჭოთა და რუსი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი.
1929 წლის 28 ივლისი - ჟენევის კონვენცია: ომის დროინდელი პატიმრების შესახებ მიღებულ კანონს 49 ქვეყანამ მოაწერა ხელი.
1943 წლის 28 ივლისი - მეორე მსოფლიო ომი: ინგლისის საჰაერო ძალებმა ჰამბურგი დაბომბეს, რის შედეგადაც 42 ათასი გერმანელი სამოქალაქო დაიღუპა.
1943 წლის 28 ივლისს დაიბადა რიჩარდ რაიტი - ბრიტანელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და მომღერალი, ჯგუფ Pink Floyd-ის წევრი (კლავიშებიანი ინსტრუმენტი).
1972 წლის 28 ივლისს დაიბადა ელიზაბეთ ბერკლი (Elizabeth Berkley) - ამერიკელი მოდელი და მსახიობი.
1976 წლის 28 ივლისი - ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ტანგშანის რეგიონში 8,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც 242 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 164 ათასზე მეტი კი დაშავდა.
1992 წლის 28 ივლისი - ცნობილი თურქი მწერალი ქალი, მებრურე ალევოლი გარდაიცვალა.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge