დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

500-500 მილიონი ევრო ყოველწლიურად უკრაინისთვის 04.04.2023 10:52

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრ ქვეყნებს ყოველწლიურად უკრაინისთვის 500-500 მილიონი ევროს გამოყოფა სთხოვა.

 

 

ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg-ი იტყობინება.

 

მისი ინფორმაციით, უკრაინის დახმარების კომპლექსური პაკეტის მეშვეობით ქვეყანა იღებს საწვავს, დამცავ აღჭურვილობას და სხვა არალეტალურ მოკლევადიან დახმარებას. როგორც Bloomberg-ისთვის გახდა ცნობილი, სტოლტენბერგის წინადადების დეტალებზე მუშაობა გაგრძელდება.

 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ნატოსა და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან დახმარების საერთო მოცულობამ 150 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები