დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

6 შეზღუდვა, რომელიც ორშაბათიდან მოიხსნება 27.02.2021 12:39

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის ეკონომიკის გახსნის გეგმა წარადგინა.

 

გეგმის თანახმად, ორშაბათიდან რამდენიმე რეგულაცია კიდევ მოიხსნება. კერძოდ, პირველი მარტიდან, ორშაბათიდან:

 

- კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება;

- ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა;

- სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;

- უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ;

- მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ;

- იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც მოქალაქეებს საქართველოში საჰაერო საზღვრის გავლით შემოსვლა შეეძლებათ, 6 ქვეყანა ემატება. ესენია: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები