დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

60 წლის ასაკში, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა 25.11.2020 20:39

60 წლის ასაკში, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. იუწყება არგენტინული ტელეკომპანია TN-ი. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა. 30 ოქტომბერს მარადონა სამედიცინო შემოწმებისთვის ბუენოს აირესის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა, რომ თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა. 12 ნოემბერს მარადონა კლინიკიდან გაწერეს და რეაბილიტაციის კურსს საკუთარ სახლში გადიოდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები