დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

Facebook-მა შესაძლოა ევროპა დატოვოს 23.09.2020 16:55

Facebook-ი ევროპას დაემუქრა და განაცხადა, რომ თუ მას მონაცემების აშშ-ში განლაგებულ სერვერებზე გადაგზავნა აეკრძალება ის ევროპაში მუშაობას აღარ გააგრძელებს. Facebook ევროპულ მარეგულირებელ ორგანოებს უსამართლობაში და მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

 

ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ, Facebook-ს მოსთხოვა, რომ მას ევროპელი მომხმარებლების მონაცემების აშშ-ში მდებარე სერვერებზე გადატანა შეეჩერებინა. ამის საპასუხოდ Facebook-მა სარჩელი შეიტანა. კომპანიამ დაადანაშაულა ირლანდიის მარეგულირებელი ორგანო უსამართლობასა და მიკერძოებულობაში. Facebook-ის ცნობით, ირლანდიის კომისიამ ბრძანების შესასრულებლად სამ კვირიანი ვადა მოითხოვა, თუმცა Facebook ამ ვადას არასაკმარისად მიიჩნევს.

 

 Facebook-ი  იმასაც აპროტესტებს, რომ ევროპელი მარეგულირებელი ორგანოები, სხვა ტექნოლოგიური კომპანიებთან შედარებით, მათი საქმიანობის შესწავლას უფრო მეტ დროს უთმობენ.

 

"არც ერთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ევროკავშირიდან აშშ-ში მონაცემების გაგზავნის იმავე მეთოდს იყენებს, არ იმყოფება მსგავსი კონტროლის ქვეშ. თუ აშშ-ში განლაგებულ სერვერებზე ინფორმაციის გადაგზავნა აიკრძალება და ეს მხოლოდ Facebook-ს შეეხება, ამას სერიოზული ნეგატიური გავლენა ექნება კონკურენციაზე", - განაცხადეს Facebook-ში.

 

დუბლინში გამართულ სასამართლო პროცესზე Facebook- ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ირლანდიის კომისიის გადაწყვეტილება აიძულებს კომპანიას დატოვოს ევროპა.

 

”თუ სასამართლო მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, გაუგებარია, ამ პირობებში, როგორ გააგრძელებს Facebook მუშაობას ევროკავშირში”, - აღნიშნავს Facebook-ი.

 

აღნიშნულმა ქმედებამ შესაძლოა, ზოგიერთ კომპანია, მათ შორის, Facebook-ს, Google-ს და Apple- ს აიძულოს, გახსნან ძვირადღირებული მონაცემთა ცენტრები ევროპაში ან დატოვონ რეგიონი.

 

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, Facebook-ის ულტიმატუმი სხვა არაფერია, თუ არა ცარიელი საფრთხე და მონაცემთა გადაცემის დაბლოკვამ შეერთებულ შტატებში შეიძლება მილიარდობით დოლარის დაკარგვა გამოიწვიოს.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები