დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

The Times: პუტინი ტონს არბილებს, რომ თეთრ სახლში სავარაუდო ცვლილებებს მზად შეხვდეს 28.10.2020 15:04

ბრიტანული გაზეთის „თაიმს“-ის («The Times») დღევანდელ, 28 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვლადიმერ პუტინი ტონს არბილებს, რომ თეთრ სახლში სავარაუდო ცვლილებებს მზად შეხვდეს“, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტის დამოკიდებულებაა განხილული აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო შედეგების მიმართ (ავტორი - ჰენრი ზეფმანი).

 

„პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც ადრე დონალდ ტრამპს აქებდა ხოლმე მოსკოვთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარების მცდელობისთვის და იმავდროულად ჯო ბაიდენს აკრიტიკებდა „ანტირუსული პროპაგანდისთვის“, ახლა ჰანტერ ბაიდენის - აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის შვილის - კომერციული საქმიანობის დაცვა გადაწყვიტა, რაც იმას მოწმობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი სერიოზულად ემზადება თეთრ სახლში შესაძლო ცვლილებებისთვის“, - წერს გაზეთის ვაშინგტონელი კორესპონდენტი.

 

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ჰანტერ ბაიდენის უკრაინული და ჩინური გარიგებები (როცა მამამისს ვიცე-პრეზიდენტი პოსტი ჰქონდა დაკავებული) არაკანონიერი, კორუფციული იყო და მშობლის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებას მოწმობს.

 

მაგრამ ამას წინათ სატელევიზიო გამოსვლის დროს ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მართალია, ჰანტერ ბაიდენს ბიზნესი მართლაც აქვს უკრაინაში, ეს უფრო კიევ-ვაშინგტონის პრობლემას წარმოადგენს და მოსკოვს ნაკლებად აინტერესებს: „მე მასში რაიმე კრიმინალს ვერ ვხედავ“, - დარწმუნებით განაცხადა რუსეთის მეთაურმა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ არაფერი გაუგია დონალდ ტრამპის მიერ ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გაცხადებული ბრალდებების თაობაზე, რომლის მიხედვით, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის შვილი თითქოსდა მოსკოვის ექს-მერის, აწ გარდაცვლილი იური ლუჟკოვის ცოლისაგან - ელენე ბატურინასაგან - ფულს იღებდა მამის საარჩევნო კამპანიისათვის. თვითონ ჰანტერ ბაიდენი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

 

ვლადიმერ პუტინის ნათქვამიდან ავტორის აკეთებს დასკვნას, რომ რადგანაც რუსეთის პრეზიდენტი მამა-შვილ ბაიდენების მხარეზე დადგა, როგორც ჩანს, იგი წინასწარ ამზადებს ნიადაგს თეთრი სახლის შესაძლო ახალ ადმინისტრაციასთან დაახლოების მიზნით.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

https://www.thetimes.co.uk/edition/world/us-elections-putin-softens-tone-to-be-ready-for-change-at-the-white-house-gm2xmlfv2

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები