დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„ჯორჯიან თაიმსის“ ხელშეწყობით, ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების ფარგლებში, ქართულმა ბიზნესმა უკვე XXII-ედ იზეიმა 22.07.2022 14:57

29 ივნისს, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის რიგით XXII საზეიმო ღონისძიება, - ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელის გამოვლენის ცერემონიალი, წელს საგურამოში, „სევსამორა რეზორტი და სპა“ - ს ელიტარულ კომპლექსში ჩატარდა. გრანდიოზულ, უკვე ტრადიციად ქცეულ ღონისძიებაში, ამჯერად 26 წარმატებული კომპანია მონაწილეობდა. გალა-საღამოს, მონაწილე კომანიების წარმომადგენლებთან ერთად, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, პოლიტოლოგები, ექსპერტები, მედია და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.  „სევსამორა რეზორტი და სპა“ - ს ისტორიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ბიზნეს დღესასწაულზე, მსახიობები  ეპოქალურ გმირებს განასახიერებდნენ. მათ შორის იყვნენ: კოლხეთის დედოფალი მედეა, დედოფალი გურანდუხტი, პუბლიცისტი, მწერალი, ბანკირი - ილია ჭავჭავაძე, სამყაროს ყველაზე პოპულარული ადამიანი - ილონ მასკი და სხვები.

 

 

ბიზნესის ზეიმის საღამო, მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, პროექტის ორგანიზატორმა, მალხაზ გულაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დაჯილოდებაში მონაწილე ყველა კომპანიას წარმატება უსურვა. როგორც მოგვიანებით მან „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში აღნიშნა, მსგავსი დაჯილდოებები, ქვეყანაში არსებული ბიზესებიდან საუკეთესოს გამოვლენას, მათ დაფასებასა და წახალისებას ემსახურება:

 

„იმ კომპანიების ღვაწლს, ვინც წლების მანძილზე ქმნიან ინვესტიციებს, საექსპორტო და საიმპორტი პოტენციალს, სამუშაო ადგილებსა და დოვლათს ქვეყანაში, შეაქვთ ქვეყნის ბიუჯეტში თანხა, სათანადო დაფასება სჭირდებათ. სწორედ მათ გამოვლენასა და წახალისებას ემსახურება ჩვენი ღონისძიება, რომელსაც, „ჯორჯიან თაიმსი“ წელს უკვე ოცდამეორედ ატარებს.


დღევანდელი დღის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ მოხდეს მთავრობის, მედიისა და დიპლომატების თავმოყრა, რათა ყველამ ერთად, ბიზნესის განვითარებას მხარი დაუჭირონ.


რაც შეეხება იმას, თუ რით გამოირჩევა წლევანდელი ბიზნეს რეიტინგი გასულ წლებში ჩატარებული დაჯილდოებებისგან, ვფიქრობ, დღეს ყველაზე კარგად ვაჩვენეთ, რომ ქართველებს ყველაფერი შეგვიძლია და აუცილებლად გავაკეთებთ უკეთესად, ვიდრე ამას სხვა ქვეყნები აკეთებდნენ. დიახ, ბიზნესის კეთება კარგად ვიცით და მომავალიც ჩვენია. სწორედ ეს არის ევროკავშირისკენ სწრაფვის საფუძველიც", - განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.

 

გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. კომპეტენტურმა ჟიურიმ კი, წლის საუკეთესო ინვესტორი,   ბიუჯეტში მსხვილი გადამხდელი კომპანია,  საუკეთესო დამსაქმებელო, წლის CSR, უმსხვილესი ექსპორტიორი და იმპორტიორი  გამოავლინა. მედიამ - რჩეული ბიზნესი დაასახელა, ხოლო ბიზნესმა -  რჩეული მედია.

 

ღონისძიებაში მონაწილე 26 ნომინანტი კომპანიიდან, სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები, ტრადიციისამებრ, წელსაც, "ზარაფხანას" მიერ შექმნილი უნიკალური კომპოზიციებით, - სამკერდე ოქროს ლომებით, დიპლომებითა და სხვა სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

 

ღონისძიებაში მონაწილე კომპანიების შეფასების კრიტერიუმები იყო:

 

მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ქველმოქმედება/მეცენატობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა,  სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, კომპანიის ზრდა და წარმატებულობა, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური მარკეტინგი, ფინანსური გამჭვირვალეობა, საინვესტიციო მიმზიდველობა, მსხვილი ექსპორტიორი, ინოვაციური პროექტები, გუნდის პროფესიონალიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები, ხარისხის გარანტი.

 

ბიზნეს რეიტინში მოანაწილე, წლის ლიდერი კომპანიების ნომინაციები კი, შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

1. ნომინაციაში - ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, დასაქმებაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს ეკონომიკის მტკიცე საყრდენი  - "ავერსი" და პაატა კურტანიძე დაჯილდოვდა.

2. ნომინაციაში - უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი, მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, რეგიონში  უმსხვილესი დამსაქმებელი - "არემჯი"  და გიორგი ჩხეიძე დასახელდა.

3. ნომინაციაში - ძველი ტრადიციების თანამედროვე გაგრძელება, წარმატებული ქართული ბრენდი საერთაშორისო ბაზრებზე - "ასკანელი ძმები" და ირაკლი უგლავა დასახელდა.

4. ნომინაციაში - ხარისხის გარანტი, დასავლური ტიპის მომსახურება, მსხვილი დამსაქმებელი - "გალფი" და ქრეიგ კრამერი დასახელდა.

5. ნომინაციაში - მომხმარებლის არჩევანი, მაღალტექნოლოგიური საწარმო, ქართული ნედლეულის უცხოური სტანდარტი - "დანქინი"  და სოსო ფხაკაძე დაჯილდოვდა.

6.ნომინაციაში - ქართული გემოს მრავალფეროვნება, მაღალტექნოლოგიური წარმოებ, საექსპორტო ბაზრის ლიდერი - "დუგლაძეების ღვინის კომპანია და  ბესო თევდორაშვილი დასახელდა.

7. ნომინაციაში - პროფესიონალთა გუნდი, თანამედროვე და ინოვაციური ვაგონების წარმოებაში შეტანილი წვლილისთვის - "ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი" და ბადრი წილოსანი დასახელდა.

8.  ნომინაციაში - მაღალტექნოლოგიური ლოჯისტიკური ჰაბი, წლის წარმატებული ინვესტიცია - "ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი" და მამუკა მურჯიკნელი დაჯილდოვდა.

9. ნომინაციაში - მდგრადი წარმოების პრინციპების დაცვა, ტრადიციული და თანამედროვე დიზაინის შერწყმა, ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენა და პოპულარიზაცია - "ზარაფხანა" და თორნიკე სამხარაძე დასახელდა.

10. ნომინაციაში - ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიები, უალტერნატიო ლიდერი ავიაინდუსტრიაში - "თამ მენეჯმენტი" და კახაბერ ჟღენტი დაჯილდოვდა.

11. ნომინაციაში -მოდელების ფართო არჩევანი, მდგრადი საგარანტიო მომსახურება, ავტომობილების იმპორტში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, იმპორტი შუამავლის გარეშე - "კავკასიის ავტოიმპორტი" ალექსანდრე ვეკუა დასახელდა.

12. ნომინაციაში - ბრილიანტის ინვესტორი, ქვეყნის სავიზიტო ბარათი - "კასს ლენდი" და ეკატერინე თორდია დასახელდა.

13. ნომინაციაში - პროფესიონალთა გუნდი, მცირე ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - "ლიდერ კრედიტი" და მურმან მირცხულავა დაჯილდოვდა.

14. ნომინაციაში -მწვანე  პროექტებით ქვეყნის სამშენებლო ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის - "ლისი დეველოპმენტი" და ზურა ფიჩხაია დასახელდა.

15. ნომინაციაში - ძველი და ახალი ტრადიციების შერწყმა, ეროვნული წარმოება და მაღალი ეკოლოგიური ბიოსტანდარტი - "მარანი სევსამორა" და გიორგი გაგუა დასახელდა.

16. ნომინაციაში - მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვაში შეტანილი წვლილისთვის - "მედიქალ ვორლდი" და ლევან ქობალია დაჯილდოვდა.

17. ნომინაციაში - საქართველოს დესპანი მსოფლიოში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის - "მეღვინეობა ბადაგონი" და მარი გიორგაძე დასახელდა.

18.ნომინაციაში - უმსხვილესი დამსაქმებელი, მომხმარებლის არჩევანი, მომსახურების ევროპული სტანდარტი - "პე ეს პე" და ვაჟა ოქრიაშვილი დასახელდა.

19. ნომინაციაში - უმსხვილესი ნავთობგასამართი სადგურების ქსელი, მსოფლიოს წამყვანი ავიახაზების რჩეული, ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის - "პეტროკას ენერჯი ჯგუფი" და დავით ნაკაიძე დაჯილდოვდა.

20. ნომინაციაში - ლიდერი რეპროდუქციულ მედიცინაში, პროფესიონალ ექიმთა გუნდი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „უნივერსი“ - ჯენარო ქრისტესაშვილი დასახელდა.

21. ნომინაციაში - საერთაშორისო სტანდარტების ინიციატორი, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობის საიმედო და სტაბილური პარტნიორი - საინჟინრო კომპანია "იმპოსტი მეპ" და ვაკო კუვშინოვი დასახელდა.

22. ნომინაციაში - ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და სახელმწიფო  ბიუჯეტში შეტანილი წვლილისთვის - "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" და ოლექსი ვილხოვოი დაჯილდოვდა.

23. ნომინაციაში - უმსხვილესი დამსაქმებელი, ქვეყნის ენერგორესურსების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - "სოკარი" და ირაკლი ზუბიტაშვილი დასახელდა.

24. ნომინაციაში - ეროვნული წარმოება, დარგის ლიდერი და ხარისხის გარანტი - "ქალაქური" და მურად ღოღაძე დაჯილდოვდა.

25. ნომინაციაში - პროფესიონალიზმზე ორიენტირებული განათლება, განათლების საერთაშორისო სტანდარტები - "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" და ექრემ დინდაროლი დასახელდა.

26. ნომინაციაში - საერთაშორისო ბაზრის ლიდერი, ინოვაციური პროდუქტები, პროფესიონალთა გუნდი - "ჯორჯიან პროდაქტს" და დავით ბარდაველიძე დასახელდა.

 

რაც შეეხება მთავარ ნომინაციას, - XXII ბიზნეს რეიტინგის გამარჯვებული, ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გარდამავალი გრან-პრის მფლობელი კომპანია  "პეტროკას ენერჯი ჯორჯია" - ივანე ნაკაიძე გახდა, რომელიც, ღონისძიების მსხველობისას ბიზნესმენებმა ფარული კენჭისყრით გამოავლინეს. გამარჯვებული კომანიის წამრომადგენელს  ჯილდოდ ხელნაკეთი, ექსკლუზიური კომპოზიცია - ოქროს ბოლნური ჯვარი გადაეცა, რომელიც დამზადებულია ძვირფასი ლითონებისგან: ოქრო, ვერცხლი, ბრილიანტი, ლურჯი საფირონი, ფირუზი, ცირკონი, მწვანე ძოწი და ის უკვე 21 საუკეთესო ბიზნესმენს ამშვენებდა.

 

ბიზნეს ღონისძიების მნიშვნელობისა და ჯილდოს შესახებ "პეტროკას ენერჯი ჯორჯია"- წარმომადგენელმადავით ნაკაიძემ ისაუბრა:

 

უდიდეს მადლობას მოვახსენებ მედიაჰოლდინგჯორჯიან თაიმსსდღევანდელი დღისთვის. სწორედ მათი ხელშეწყობითაა, რომ დღეს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას ემსახურება.

 

რაც შეეხება გამარჯვებას, - მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის აღნიშნული ჯილდოს მიღება ძალიან მოულოდნელი იყო. ამიტომ, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი კომპანიის ყველა თანამშრომელს. ვფიქრობ, მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ აღნიშნული ჯილდოს მფლობელები გავხდით. ამით ჩვენი, როგორც კომპანიის პასუხისმგმგებლობა კიდევ უფრო გაიზადრა“, - განაცხადა  დავით ნაკაიძემ

 

ღონისძიებაზე მოწვეულმა  კომპეტენტურმა ჟიურიმ საკუთარი რჩეული კომპანიები დაასახელა. უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიადვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“  აირჩიეს, ხოლო უმსხვილეს იმპორტიორად - „პეტროკასიდაკავკასიის ავტო იმპორტი" დაასახელეს.

 

რაც შეეხება კატეგორიას -  წლის CSR, ასეთად, კომპეტენტურმა ჟიურიმ კომპანიაარემჯიდაასახელა. კომპანია არემჯის  ჯილდოები კიდევ ორ ნომინაციაში, - რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებელისა და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის გადაეცა.

 

კომპანიამ, ასევე გარდამავალი ჯილდო, მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვისაც მიიღო. ჟურნალისტების რჩეული "მისტერ შარმი" და მედიის რჩეული ბიზნესიც  კომპანია "არემჯი" - ალექსანდრე დევიძე გახდა.

 

“არემჯი“ საქართველოში უკვე მეათე წელია, რაც ოპერირებს. ჩვენ ვართ ქართული სამთო საქმის ლიდერ, რომელიც დღეს უკვე 3700-მდე ადამიანს და კომპანიასთან დაკავშირებულ 100-ზე მეტ კონტრაქტორ კომპანიას აერთიანებს. 2020 წლიდან დღემდე, ორი რთული, პანდემიური წლის მიუხედავად, კომპანიაში 740 ახალი თანამშრომელი დასაქმდა, რაც რეგიონის ეკონომიკის გაძლიერებას და მის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. დასაქმების ხელშეწყობასთან ერთად, გარემოს დაცვა ჩვენი კომპანიისთვის ერთდროულად მთავარი გამოწვევა და პრიორიტეტია. სამთო საქმიანობისას გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე დასაყვანად და საუკეთესო ბალანსის უზრუნველსაყოფად, „არემჯი“ 2018 წლიდან გარემოსდაცვით პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებში განსაზღვრული 100-მდე გარემოსდაცვითი პროექტი თუ შემარბილებელი ღონისძიება უკვე შესრულებულია”, - განაცხადა „არემჯის“ დირექტორის მოადგილემ HR საკითხებში, გიორგი ჩხეიძემ.

 

ღონისძიების მსვლელობისას, კომპეტენტურმა ჟიურიმ, კატეგორიაში -  უმსხვილესი შენატანი ბიუჯეტში და საუკეთესო დამსაქმებელიკომპანიასოკარიდაასახელა.

 

ბიზნეს რეიტინგის ღონისძიება "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" კორპორატიული ბიზნეს კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ზუბიტაშვილმა შეაფასა:

 

მოგეხსენებათ, "სოკარი" გლობალური კომპანიაა და ის საქართველოში 2016 წლიდან პოზიციონირებს. ამიტომნებისმიერი დაფასება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, ისეთი აღიარება, როგორიცჯორჯიან თაიმსისბიზნეს რეიტინგია. დღეს, უკვე 22- დაჯილდოებაა და ვფიქრობ, რომ სწორედ მსგავსი ღონისძიებები უწყობს ხელს ბიზნესის წახალისებას,“- განაცხადა ირაკლი ზუბიტაშვილმა.

 

 

კომპეტენტურმა ჟიურიმ წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიადვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფიდაკასს ლენდიდაასახელა და გარდამავალი ჯილდო („ზარაფხანასმიერ შექმნილი ექსკლუზიური კომპოზიცია - „მერიდიანი“) გადასცა

 

ღონისძიებაზე და „კასს ლენის“ ინოვაციურ პროექტებზე ჯორჯიან თაიმსთან კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე თორდიამ ისაუბრა:

 

დღეს ძალიან გულუხვად დაჯილდოვდა კომპანიაკასს ლენდი“, რისთვისაცჯორჯიან თაიმსსდიდ მადლობას ვუხდით. ჩვენი პროექტი მასშტაბური და უნიკალურია, რითაც ძალიან ვამაყობთეს არის საქართველოს სავიზიტო ბარათი მსოფლიო მასშტაბით. მას ქართული ტურიზმის ბრილიანტი შეარქვეს. მოხარული ვარ, რომ ეს სტატუსი უკვე დამკვიდრდა და დღეს, სწორედ ამ კუთხით დაგვაჯილდოეს. ღონისძიებაზე აგრეთვე მოვიპოვეთ ჟურნალისტების სიმპათიაც, რაც ასევე, სასიამოვნო ფაქტია.ჯორჯიან თაიმსმაგადმოგვცა ჯილდო, როგორც მათი რჩეული კომპანია. ასევედავსახელდით წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიადაც  და  გარდამავალი ჯილდოს მფლობელები გავხდით. "კასს ლენდს" კიდევ ბევრი ინოვაციური, საინტერესო და უნიკალური პროექტი აქვს, რომელსაც ჩვენი გუნდი უახლოეს მომავალში განახორციელებს,“- განაცხადა ეკატერინე თორდიამ.

 

ღონისძიებაზე,  ტელე-რადიო კომპანიაჯორჯიან თაიმსისგადაცემების წამყვანებმა საკუთარი რჩეული კომპანიები დაასახელეს.

 

გადაცემა "კაპიტალის" ჯილდო, გადაცემის წამყვანმა, სანდრო ვეფხვაძემ კომპანია "ავტობანს" - ბაკურ ხუნდაძეს გადასცა, ხოლო გადაცემა  "ტელეგრამისრჩეული კომპანია "კასს ლენდი", მედიაჰოლდინგ ჯორჯიან თიმსის გენერალურმა დირექტორმა, - პაპუნა გულაშვილმა დააჯილდოვა.

 

ნომინაციაში - ჟურნალისტების რჩეული "მისტერ შარმი" და მედიის რჩეული ბიზნესი "არემჯი" - ალექსანდრე დევიძე გახდა. ბიზნესმა კი, რჩეულ მედიად "საზოგადოებრივი მაუწყებელი" დაასახელა.ჯორჯიან თაიმსის ვიცე პრეზიდენტმა - ნანა გაგუამ, აღნიშნულ ნომინაციებში გამარჯვებულები ულამაზესი სიმბოლური ჯოლდოებით დაასაჩუქრა.

 

 

სიახლე იყო ის, რომ წელს პირველად, რადიო "ჯორჯიან თაიმსმა“ და კერძოდ, ქალბატონმა ნანა გაგუამ, რადიოსექტორის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის, რადიოჰოლდინგი "ფორტუნა" და მისი გენერალური დირქტორი, - თამარ ჩიგოგიძე  დააჯილდოვა.

 

მთავრობის მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა ალუდა ღუდუშაურმა, რომლის თქმითაც, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სექტორმა საკუთარი საქმე მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში აკეთოს:

 

„ჩვენი მთავრობის მთავარი ამოცანაა გვერდში დავუდგეთ ბიზნესს. ბიზნესს კი, უპირველეს ყოვლისა მშვიდობა და სტაბილური განითარება სჭირდება. ჩემი გუნდის სახელით გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ ეს ბიზნესგარემო შევუქმნათ, რაც, საბოლოოდ მათი წარმატების საწინდარი იქნება. ზოგადად, ბიზნესი წახალისებას აუცილებლად საჭიროებს, რასაც დღევანდელი დღეც მოწმობს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

 

XXII ბიზნსრეიტინგის ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ:

 

• ქალაქ თბილისის მერია;

• ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

• გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

• ფინანსთა სამინსიტრო.

 

 ბიზნეს რეიტინგის სპონსორები იყვნენ:

 

• ოქროს სპონსორი - პეტროკას ენერჯი ჯგუფი;

• ალმასის სპონსორი - ზარაფხანა;

• გენერალური სპონსორი - სოკარი;

• დაჯოლდოების ოფიციალური პარტნიორი იყო  - არემჯი.

 

 ღონისძიების ვერცხლის სპონსორები იყვნენ:

 

          ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფ;

          ჯეორჯიან პროდაქტსი;

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ