16:06 21.03.2016
მცენარეული საშუალებები ნევროზის სამკურნალოდ

ნევროზი ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც ხშირი სტრესული სიტუაციებითა და ხანგრძლივი ფსიქოლოგიური ტრავმებით არის განპირობებული. ნევროზი ზოგჯერ მომატებულ აღგზნებადობას, გაღიზიანებასა და უძილობას, ზოგჯერ კი პირიქით - სისუსტეს, გამოფიტვასა და ძილიანობას იწვევს. 


ნევროზის მედიკამენტოზური მკურნალობა დამამშვიდებელი საშუალებების მიღებას ითვალისწინებს, თუმცა დაავადებისგან სრულად განკურნებისთვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება და, ასევე, ეფექტურია მცენარეული საშუალებებით მკურნალობა.


ექიმები გვთავაზობენ მცენარეული საშუალებების  დამამშვიდებელ ნაკრებებს. ესენია: 


1) პიტნა - 15გრ, შავბალახა - 15გრ, კატაბალახას ძირი - 15გრ, გვირილას ყვავილი - 20გრ, ასკილის ნაყოფი - 20გრ, თავშავა - 15გრ.


2) ლავანდულა - 20გრ, ბარამბოს ბალახი - 20გრ და იორდასალამის ძირი - 20გრ;


3) გვირილას ყვავილი - 20გრ, კრაზანას ბალახი - 20გრ, ბარამბოს ბალახი - 20გრ, მარიამსაკმელას ბალახი - 10გრ.


მომზადების წესი: 1 სუფრის კოვზ ნაკრებს დაასხით 250მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ და ჩაის ჭიქის მესამედი მიიღეთ თბილი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მკურნალობის ხანგრძლივობა 2-3 თვეა, ზემოთ ჩამოთვლილ ნაკრებთა მონაცვლეობით.


ძილის მოსაწესრიგებელი ნაკრებები:


1) გვირილას ყვავილი - 10გრ, პიტნა - 15გრ, კატაბალახას ფესვები - 40გრ, ბარამბოს ბალახი - 15გრ, თავშავას ბალახი - 20გრ;


2) პიტნა - 10გრ, კატაბალახას ფესვები 20გრ, წყლის სამყურას ბალახი - 10გრ, ღვიის ნაყოფი - 20გრ.

მომზადების წესი: 1 სუფრის კოვზ ნაკრებს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში, გადაწურეთ და 50 მლ მიიღეთ შემთბარი დღეში 4-ჯერ (სასურველია, ნაყენის მიღება დაიწყოთ დღის მეორე ნახევრიდან).

მკურნალობის კურსია 2-3 კვირა.

 




ავტორ(ებ)ი :