11:15 28.03.2016
შეცდომები, რომლებსაც წონაში დაკლებისას ვუშვებთ
დადგა გაზაფხული და ფორმაში ჩადგომა ძალიან აქტუალური გახდა. მიუხედავად დიდი  მცდელობისა, ხშირად, სასურველ შედეგს მაინც ვერ ვაღწევთ. 
ერთის მხრივ, თითქოს ძალისხმევას არ ვიშურებთ, - ვვარჯიშობთ, ვიცავთ დიეტას, მაგრამ, შედეგი მაინც არ გვაქვს და იმედგაცრუებულები ვრჩებით. 
რა პრობლემასთან გვაქვს საქმე?


1. მუდმივი  გადაღლობიოს სინდრომი

თუ ადამიანი გამოუძინებელია, მისი ორგანიზმი ძალების სრულფასოვანი აღდგენის და ენერგეტიკული მარაგის გამოყენების უნარს კარგავს, სტრესი და დაძაბულობა კი ხელს ორგანიზმში ცხიმების  დაგროვებას უწყობს, რადგან იმ ჰორმონთა დიდი ნაწილი, რომლებიც მადას აქვეითებს და ცხიმების წვას იწვევს, მთელი დატვირთვით სწორედ მაშინ მუშაობს, როდესაც გვძინავს. ამიტომ აუცილებელია გამოძინება. ძლიერი გადაღლის დროს, ზოგჯერ, 15 წუთიც კი საკმარისია ენერგიის მოსაკრებად. დადგენილია, რომ  დღე-ღამეში რეკომენდირებულია 8 საათი ძილი.

2. მივირთმევთ დიდი რაოდენობით ხილსა და ტკბილეულს

ხილის მიღება რა თქმა უნდა, სასარგებლოა, მაგრამ აქაც ზომიერებაა საჭირო. ზომიერება უნდა დავიცვათ, განსაკუთრებით, ტკბილეულის (ჩიპსი, პოპ-კორნი, გაზიანი სასმელი და სხვ.) მიღებისას, რადგან, ტკბილეულში  შემავალი შაქარი გლუკოზად გარდაიქმნება, ხოლო ჭარბი გლუკოზა კი სხეულის მიერ ცხიმად შეინახება.

3. ალკოჰოლის დოზის გადაჭარბება

ალკოჰოლის არაზომიერი მიღება ორგანიზმში უამრავ პრობლემას წარმოშობს.  განსაკუთრებით მავნეა ის დიეტის დროს, რადგან, ამ დროს,  ჩვენი  მეტაბოლიზმი არ მუშაობს  ეფექტურად სხვა საკვების გადამუშავებაზე, ისეთზე როგორიც ცხიმი და ნახშირწყლებია. ეს კალორიები კი ცხიმებად გადაიქცევა  ორგანიზმში.


4. ვარჯიში ყველაფერს შველის?!

ვარჯიში კალორიების წვის და კუნთების ტონუსში მოყვანის შესანიშნავი საშუალებაა, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ მარტო ვარჯიში ვერაფერს გვიშველის, თუ კვების დოზებს არ დავიცავთ. გემრიელი საკვებით თავის განებივრება მხოლოდ იმის გამო, რომ ვვარჯიშობთ, დაუშვებელია. 


5. დიეტა ჯანსაღია?
მარტო კალორიების შემცირება ვერაფერს შეცვლის, თუ დიეტის რაციონი არაჯანსაღი იქნება. ამიტომ, ძალიან მნიშვლელოვანია, ამ დროს, უარი ვთქვათ ე.წ.  „ჯანქ-ფუდზე“, ნახევარფაბრიკატებზე, საეჭვო შემადგენლობის საკვებზე და ა.შ.


6. ვღებულობთ თუ არა საკმარისი რაოდენობის წყალს?
წყალი აუცილებელი კომპონენტია ორგანიზმისათვის. ის კლავს შიმშილის გრძნობას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. ამიტომ, ჭამამდე 1 ჭიქა წყალი დაგვეხმარება ნაკლები ვჭამოთ. რეკომენდირებული დღიური ნორმა საშუალოდ არის 1,6  ლიტრი ქალისთვის და 2 ლიტრი კაცისთვის.


7. კარგია დიეტა, თუ ის მკაცრია?
რა თქმა უნდა - არა.  მკაცრ დიეტას ცუდი აქვს ის, რომ ადამიანი მუდმივად ვერ შეძლებს მის დაცვას,  ამიტომ, როგორცვე ეს დაირღვევა,  წონაც, შესაბამისად,  მოიმატებს. 


8. სტრესის მავნებლობაზე გიფიქრიათ?

სტრესტი მკვეთრად აძლიერებს ტკბილეულზე დამოკიდებულებას. სტრესი ბიოქიმიურ ენაზე სისხლში კორტიზოლის, ადრენალინის, ლეპტინისა და სხვა ჰორმონების დიდი რაოდენობით გადმოსროლაა, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც პირდაპირ ალაგებს ცხიმებს ორგანიზმში. 
ამიტომ, დიეტის დროს, განსაკუთრებით უნდა მოვერიდოთ სტრესულ სიტუაციებს, რათა შემდეგ, ტკბილეულზე მოთხოვნილების სურვილი არ გაძლიერდეს. 
როგორც ჩანს, წონაში კლების დროს, მნიშვნელოვანია:  გვეძინოს კარგად,  ვიყოთ მშვიდად, უარი ვთქვათ ალკოჰოლზე,  ვისეორნოთ  სუფთა ჰაერზე, ვივარჯიშოთ და ვეცადოთ შევინარჩუნოთ სწორი, ჯანსაღი კვების რეჟიმი.

გისურვებთ წარმატებებს!



 










ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge