20:21 04.04.2016
როგორ გავიხდუნოთ ფეხები

თუ გაზაფხულს ცუდ ფორმაში შეხვდით, დეპრესიაში ნუ ჩავარდებით და ახლავე მიიღეთ ყველა საჭირო ზომა იმისთვის, რომ ზაფხულში თავი მოიწონოთ მიმზიდველი ფეხებით.

 

1. სწორი კვება : დიეტოლოგები გვარწმუნებენ, რომ სწორად კვების ჩვევის ჩამოსაყალიბებლად ადამიანს სჭირდება 3 კვირა. ასე რომ, რაც მალე დაიწყებთ მით უფრო ჩქარა მიიღებთ შედეგს. ფეხების გასახდუნებელი კვების რაციონი ემყარება 2 პრინციპს: კანქვეშა ცხიმოვანი ფენის გათხელება და ცელულიტის განვითარების პროფილაქტიკა; კუნთების გაძლიერება და კანის ტონუსის მომატება;

 

ყველაზე ეფექტურია დიეტა ცილებისა და ნახშირწყლების მონაცვლეობით - კვების რაციონი, რომელშიც შედის ცილებით მდიდარი საკვები და ენერგიის მომცემი სასარგებლო ნახშირწყლები.

 

უარი უნდა თქვათ:

 

ტკბილეულსა და შემწვარ საკვებზე;


ნებისმიერ რაფინირებულ პროდუქტზე (ზეთი, შაქარი) ;


ჰიდროგენიზებულ ცხიმებზე;


ნახევრად მზა საკვებზე;


როდესაც წახემსებას გადაწყვეტთ, გააკეთეთ 20 ბუქნი- ეს ქმედება საერთოდ გაგიქრობთ ჭამის სურვილს, ან მაქსიმალურად შეამცირებს საკვების მავნე ზემოქმედებას.

 


2. დაკავდით ცურვითა და ფეხით სიარულით

ორივე ტიპის ფიზიკური აქტივობა უზრუნველჰყოფს კანჭის კუნთების მუშაობას. წყალზე უბრალოდ წოლის დროსაც კი კუნთები არის ტონუსში. კარგ ამინდში დღიური მარშრუტის ნაწილის ფეხით გავლა ძალიან სასარგებლოა. სიარული და ცურვა მიეკუთვნება აერობიკის ისეთ სახეობას, როდესაც ორგანიზმი ენერგიას იღებს ჟანგბადიდან: გლუკოზა იჟანგება, სწრაფად იწვება ცხიმები, განწყობა უმჯობესდება და ყოველდღიური ვარჯიშის ეფექტი ორმაგდება.

 


3. სწორად მიიღეთ სითხე

ხშირად ჭარბი წონა, მოქცეული მუცელსა და ქვემო კიდურებში, წარმოადგენს ცელულიტის ნიშანს. ცხიმოვანი კვანძები ქალის სხეულისთვის დამახასიათებელია და მათგან თავის დაღწევა საკმაოდ რთულია, თუმცა შესაძლებელია ცელულიტის სიმპტომების შემცირება სხვადასხვა საშუალებით. მათ შორისსითხის მიღების სწორი რეჟიმი. ქსოვილთა დეჰიდრატაცია კიდევ უფრო შესამჩნევს ხდის პრობლემას, უჯრედებში წყლის შეკავება ასევე არ იძლევა სასურველ ეფექტს. ფეხების გასახდუნებლად ზოგჯერ საკმარისია სითხის რაოდენობის კორექცია: დალიეთ არანაკლებ 1,5 სუფთა უგაზო წყალი დღეში, მცირე ულუფებით (20-30 მლ რამდენჯერმე საათში). სასარგებლოა ჩინური და პარაგვაისა ჩაიც. სწორი მომზადების შემთხვევაში ეს სასმელები არამხოლოდ მადის კონტროლში დაგეხმარებათ, არამედ გაგიუმჯობესებთ ლიმფის მიმოქცევასა და ააჩქარებს ცხიმების წვას.

 


4. სამსახურში უმეტესად ფეხზე დამდგარმა იმუშავეთ

ცხოვრების მჯდომარე სტილი უარყოფითად მოქმედებს სხეულსა და განწყობაზე. ხანგრძლივი ჯდომა აფერხებს სისხლისა და ლიმფის მოძრაობას, იწვევს კუნთების ტონუსის დაქვეითებას. მუსკულატურის სისუსტე აისახება ქსოვილების საერთო ფუნქციონირებაზემათი ელასტიურობა ქვეითდება , იზრდება ცხიმოვანი ფენის მასა და ცხიმოვანი უჯრედები- ადიპოციტები ერთიანდება და შედეგად ცელულიტის კვანძები წარმოიქმნება. საათში ერთხელ მაინც პოზისა და სხეულის მდებარეობის შეცვლა გამოსავალს უკეთესობისკენ შეცვლის.

 


5. ფეხების მშრალი "ბრაშინგი"

სახის ბრაშინგის მატონიზებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტის შესახებ ბევრ თქვენგანს ალბათ სმენია, თუმცა მხოლოდ რამდენიმემ თუ იცით, რომ ამავე მეთოდით შესაძლებელია ფეხების დათხელებაც. ამ პროცედურის ჩასატარებლად საკმარისია 10 წუთი, ბუნებრივი უხეში ან რბილი პლასტმასის ჯაგრისი. ბრაშინგის სეანსის ჩატარება სამსახურშიც შეიძლება (ჯაგრისის წრიული და ენერგიული მოძრაობით ფეხების მასაჟი). ის დაგეხმარებათ მკვდარი უჯრედების მოშორებაში, გაგიუმჯობესებთ ლიმფოდრენაჟს, გაგიზრდით კანის ტონუსსა და უზრუნველჰყოფს ანტიცელულიტურ ეფექტს.

 

 

 

 




ავტორ(ებ)ი : life.mediamall.ge