20:45 04.04.2016
ანტიცელულიტური კრემი - დაამზადეთ თქვენ თვითონ!

ქალბატონებო, დროა თქვენი სხეული მოამზადოთ ზღვისთვის და განთავისუფლდეთ ცელულიტისგან. ჩვენ უკვე ვიცით რომ ცელულიტი კანქვეშ ცხიმების ჩალაგების გამო ვითარდება. ამიტომ, ახლა მე გასწავლით როგორ მოამზადოთ სახლში ძლიერი ანტიცელულიტური კრემი, რომელიც მდიდარია რიგი ინგრედიენტებით რომელიც კვებავს, ატენიანებს და ასტიმულირებს კანს უჯრედების დონზე.

 

 ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ:

 

¾ ჭიქა ქოქოსის ზეთი

 

2 სუფრის კოვზი დაფხვნილი სანთელი

 

3 სუფრის კოვზი თხილის ზეთი (Witch Hazel)

 

10 წვეთი ღვიის ზეთი

 

10 წვეთი როზმარინის ზეთი

 

30 წვეთი გრეიფრუტის ზეთი

 

30 წვეთი კიპაროსის ზეთი

 

მომზადების წესი:

 

შეურიეთ ყველა ეთერზეთი ვიდრე არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას;

 

დაბალ ტემპერატურაზე გაადნეთ სანთელი და შემდეგ დაამატეთ ქოქოსის ზეთი, თუ არ არის თხევადი.

 

როგორც კი თქვენი სანთელი და ქოქოსის ზეთი გახდება თხევადი, დაამატეთ ეთერზეთების თასში და კარგად აურიეთ.

 

გადმოასხით შიგთავსი მინის ქილაში და შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას.

 

რატომ არის ძლიერი და ეფექტური ეს კრემი?


მისი ძალა გამომდინარეობს ეთერზეთებიდან. ალბათ უმრავლეოსბა თქვენგანი ფიქრობს თუ როგორ უნდა უშველოს ეთერზეთებმა ცელულიტს? დავიწყოთ იმით რომ ღვია შარდმდენი და გამწმენდია და ამასთანავე ასტიმულირებს ცირკულაციას.

 


როზმარინი აუცილებელია სისხლის ცირკულაციის გასაზრდელად მთლიანად ორგანიზმში რაც მნიშნელოვნას ამცირებს ცელულიტის. ის ასევე კარგია ლიმფური სისტემის გაწმენდისთვის.

კიპაროსის და გრეიფრუტის ეთერზეთები ეფექტურია ცირკულაციის გასაზრდელად, და კანის ტოქსინებისგან განთავისუფლებისთვის.

 


თხილის ზეთი ამკვრივებს და ტონუსში მოჰყავს კანი, ამცირებს ცელულიტის ვიზუალურ მხარეს.

სანთელი და ქოქოსის ზეთი ადვილად შეიწოვება კანიდან და ატენიანებს კანს და მარტივად რომ ვთქვათ კრემისთვის ძალიან კარგი ბაზისია.

 

 


კარგი ეფექტისთვის გამოიყენეთ დღეში 2 ჯერ, დილით და დაძინების წინ. კიდევ უკეთესი იქნება თუ შხაპის შემდეგ წაისვამთ როდესაც ფორები მზადაა შეიწოვოს ეს შესანიშნავი კრემი. წასმის დროს კარგად დაიმასაჟეთ კანი. მომზადებას სულ ცოტა დრო ჭირდება ეფექტი კი მართლაც კარგი აქვს.




ავტორ(ებ)ი : life.mediamall.ge