12:50 08.04.2016
რა იწვევს აკნეს

ყველა ასაკს თავისი პრობლემბი და გართულებები  მოჰყვება. სტატისტიკის მიხედვით, 10-დან 25 წლამდე ასაკის მოსახლების 80 %-ს აკნე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ აკნე სიცოცხლისათვის საშიში არაა, შესაძლოა მოზარდის  ფსიქო-სოციალური დეგრადაცია გამოიწვიოს. ჩნდება იზოლაციის სურვილი , დაცინვის შიში. შესაძლოა, ამ მდგომარეობამ მოზარდი სუიციდის მცდელოაბამდე მიიყვანოს.

ე.წ. ვულგარული აკნე სახეზე, გულ-მკერდსა და ზურგზე ჩნდება. არსებობს უამრავი მითი აკნესთან დაკავშირებით, რასაც მედიცინის მუშაკები, ირონიით უყურებენ. რა იწვევს გამონაყარს, შესაძლოა თუ არა მისი თავიდან არიდება და როგორია მკურნალობის პროცესი, ამის შესახებ ექიმი დერმატოლოგი ლია დათაშვილი გვესაუბრება: " აკნეს პრობლემა ჰარმონიულ დარღვევებთანაა დაკავშირებული. თუმცა მემკვიდრეობით ფაქტორსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. გამომწვევი მიზეზებია ანტროგენების დაცვა, სიჭარბე, ჰიგიენის უგულვებელყოფა, უმეტეს შემთხვევაში კი ეს ასაკისათვის დამახასიათებელი ფაქტორია. ამ დროს საჭიროა: სახის დაბანა, თბილი, ოთახში ნადგომი წყლით, რომელიც არ გამოაშრობს კანს; სწორი კვება;არაა რეკომენდირებული ყავის სმა, გაზიანი სამელები;  არ უნდა ჩავიცვათ სხვისი ტანსაცმელი და არ მოვიხმაროთ სხვისი ჰიგიენის ნივთები; სასარგებლოა სუფთა ჰაერ. გართულებას ძირიდათად ჩვენი უხეში ჩარევა იწვევს ( გაღიაზიანება სახლის პირობებში მისი მოცილებით), უმჯობესია მივმართოთ დერმატოლოგს. "




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge