00:01 09.04.2016
კატლეტი გოგრით

შემადგენლობა: 500 გ. საქონლის და ღორის ხორცის ფარში;

200 გ. გოგრა;

2 კბილი ნიორი;

ნახევარი ხახვი;

1 ნაჭერი თეთრი პური;

1 კვერცხის ცილა;

5 ს/კ ზეთი;

2-3 ს/კ რძე;

1 ჩ/კ დაფქული ძირა;

2 ს/კ ხორბლის ფქვილი, მარილი, წიწაკა გემოვნებით.

1. პური ჩაალბეთ რძეში. ხახვი და ნიორი გაასუფთავეთ, წვრილად დაჭერით და მოთუშეთ 1 ს/კ ზეთში 6 წთ. აურიეთ ფარში და ცილა, შემდეგ დაამატეთ გაწურული პური, ძირა, ხახვი და ნიორი.

2. გოგრას მოაშორეთ კანი და თესლები, გახეხეთ მსხვილ სახეხზე და აურიეთ ფარშს. შეაზავეთ მარილით და წიწაკით. კიდევ აურიეთ და შედგით მაცივარში 1 სთ.

3. გააცხელეთ ტაფაზე დარჩენილი ზეთი. ფარშისგან გააკეთეთ კატლეტები, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით საშუალო ცეცხლზე 3-4- წუთი ორივე მხრიდან. 

დაახურეთ ტაფას სახურავი და მოამზადეთ კიდევ 5 წთ.




ავტორ(ებ)ი :