12:59 10.04.2016
როგორი უნდა იყოს ბავშვის კვების რაციონი ზაფხულში

ცხელი დღეების დადგომასთან ერთად პატარებს მადა უქვეითდებათ. ექიმი -პედიატრი გვირჩევს , როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში:

1. პატარას სულ ცოტა ჰყოფნის. ზოგჯერ საკმარისია ბუნების წიაღში რამდენიმე საათი გაატაროს, რომ თავის ოთახს სულ სხვა თვალით შეხედოს. მსგავსი გარემო კარგად მოქმედებს იმ ბავშვებზე, რომლებიც ჭამის დროს ჭირვეულობენ. საოცარია, მაგრამ ბავშვები ბუნებაში მადიანად ილუკმებიან.

2. 1.5 წალმდე ბავშვები   უმჯობესია, რომ ზაფხულში დედის რძეზე იმყოფებოდნენ. შერეულ და ხელოვნურ კვებაზე მყოფი პატარებისთვის  მჟავე პროდუქტებია მისაღები.მაწონი -შეუდარებელია.

3. კბილების ამოსვლის პერიოდში  მადა უფუჭდებათ. შესაძლოა, მან  იმ პროდუქტზე, რომელსაც მანამდე აქტიურად ჭამდა, უარი თქვას. ნუ დააძალებთ საკვებს, ჭამოს ის, რაც თვითონ მოსწონს. თუ რომელიმე საჭმელზე ორჯერ ზედიზედ თქვა უარი, ორი კვირის განმავლობაში საერთოდ ნუ შესთავაზებთ, თორემ დროებითი მობეზრება ზიზღში გადაეზრდება და საერთოდ აკრძალავს ამ პროდუქტს.

4. ზაფხულში კარგია ბოსტნეული, მაგრამ თუ ბავშვი ბოსტნეულს არ ჭამს, მაშინ დიდი რაოდენობით ხილი მიაწონდეთ.

5.თუ ბავშვი ასაკთან შედარებით დიდი წონისაა, არაფერი დაშავდება სახამებლის შემცველი პროდუქტი საერთოდ რომ არ მიიღოს. თუ ნაკლები წონა აქვს, ამ შემთხვევაში ვცადოთ, რომ ფაფას გახეხილი ვაშლი , ან ბანანი დავუმატოთ.

6. ბავშვებისათვის რძე  ძალიან ფასეული პროდუქტია. ერთიდან სამ წლამდე ბავშვმა სხვა პროდუქტებთან ერთად დღე-ღამეში არანაკლებ 750 მლ.გრ. რძე უნდა მიიღოს. შესაძლოა რძე ყველით, მაწონით ან ხაჭოთი შევცვალოთ. სასარგებლოა სოფლის კარაქი. დღეში ერთი სუფრის კოვზი კარაქი საკმარისია. თუ პატარა ერთი თვის განმავლობაში რძის პროდუქტზე უარს იტყვის უნდა მიმართოთ პედიატრს, რომელიც კალციუმს დაუნიშნავს.

და ბოლოს, ბავშვს გემოვნება ძალიან მალე ეცვლება, ამიტომ მიეცით ნება რომ მენიუ თავად აირჩიოს.

 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge