17:46 09.05.2016
თმის ცვენის შემაჩერებელი რეცეპტი

ზამთარი უარყოფითად მოქმედებს თმის ღერის სტრუქტურაზე, ამიტომ გაზაფხულზე თავს თმის ცვენის პრობლემა იჩენს. თმის ცვენა ასევე ორსულობის შემდგომ პერიოდშიც იცის. წარმოგიდგენთ სწრაფად მოქმედ თმის ნიღაბის რეცეპტს, რომლის მომზადებასაც ოჯახურ პირობებში, თავადაც შეძლებთ.

საჭირო ინგრედიენტები:

1 ს/კ ხახვის წვენი (გახეხეთ ხახვი და გაწურეთ)

1 ს/კ თაფლი

1 კვერცხის გული

1-2 ს/კ ოროვანდის ზეთი (იყიდება მზა მდგომარეობაში)

 

 

მიიღებთ საკმაოდ თხევად მასას.

შეიზილეთ თმის ძირებში (შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის შესაღები ფუნჯი), რაც დარჩება, გაანაწილეთ მთელს თმაზე და წაისვით. 

დაიხურეთ თავზე შხაპის ქუდი, ზემოდან კი პირსახოცი შემოიხვიეთ. 

ერთი სთ-ის შემდეგ, შამპუნით ჩამოიბანეთ. 

ეს პროცედურა თავიდან კვირაში 2-ჯერ გააკეთეთ (2 კვირის მანძილზე), შემდეგ კვირაში ერთხელ.  კურსის ხანგრძლივობა  2 თვეა.

 






ავტორ(ებ)ი : geotimes.ge