13:48 12.05.2016
ხაჭოს ხინკალი ისპანახით - გემრიელი, ფერადი და სასარგებლო
ხაჭოს ხინკლები ბავშვობიდან მახსოვს, მეც გულმოდგინედ ვეხმარებოდი ბებოს ცომის გაბრტყელებაში პაწაწინა ხელებით, მერე მოხვევაც ვისწავლე, ერთგვარი ოჯახური ტრადიცია იყო.

 

ინგრედიენტები
600 გრ. ხაჭო
კგ ფქვილი
200 გრ. კარაქი
კგ ისპანახი
ჩაის კოვზი მარილი
საფეხური 1
ისპანახი გავრეცხოთ, გავასუფთავოთ, დავჭრათ წვრილად, დავაბლენდეროთ მცირეოდენ წყალთან ერთად, რომ მივიღოთ ფაფისებრი მასა.
საფეხური 2
დიდ ჯამში ჩავყაროთ 600გრ ფქვილი, 1ცალი კვერცხი, დავუმატოთ 1ჩ.კ მარილი და ნელ-ნელა შევურიოთ დაბლენდერებული ისპანახი, ცომი მოვზილოთ მანამ, სანამ ხელებიდან არ მოგვშორდება.
საფეხური 3
საჭიროების შემთხვევაში დავუმატოთ ფქვილი, მოზელილი ცომი გადავახვიოთ საკვები "ცელოფნით" და შევდგათ მაცივარში.
საფეხური 4
ცალკე თასში, ხაჭოს შევურიოთ 100 გრამი დარბილებული კარაქი, ცოტა მარილი და კვერცხი, ავურიოთ კარგად. ხინკლის გულსართი მზადაა. მაღალ ცეცხლზე დავდგათ ქვაბი და ნახევრამდე გავავსოთ წყლით, ავადუღოთ და დავუმატოთ მარილი.
საფეხური 5
ცომი გავაბრტყელოთ 1სმ სისქეზე, ამოვჭრათ მრგვალი ფორმები და გავაბრტყელოთ თხლად, დაახლოებით 3 მმ სისქეზე, ან მეტზე, სურვილის შემთხვევაში. ხაჭო თანაბრად გავანაწილოთ გაბრტყელებულ ფორმებში, მოვახვიოთ ხინკლები და ფრთხილად ჩავყაროთ ადუღებულ წყალში, 7-10 წუთის შემდეგ საწურის საშუალებით ამოვიღოთ თეფშზე.

მომსახურების რიტუალი

სუფრასთან მივიტანოთ ცხელ მდგომარეობაში, სურვილისამებრ, მიირთვით კარაქთან, არაჟანთან ან მაწონთან ერთად.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge