11:35 20.02.2018
სილვესტერ სტალონე გარდაიცვალა?

სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია სილვესტერ სტალონეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით მცდარი აღმოჩნდა. ამის შესახებ საზოგადოებას ტვიტერის საშუალებით სილვესტერ სტალონეს ძმამ - ფრენკ სტალონემ განუცხადა.

 

"ჭორები, რომ ჩემი ძმა გარდაიცვალა ტყუილია. გაუგებარია, რომელ ავადმყოფს მოუვიდა ეს ბოროტი აზრი, რომ მსგავსი რამ გამოექვეყნებინა. ასეთი ხალხი გონებრივად ჩამორჩენილია და არ იმსახურებს ადილს საზოგადოებაში" - განცხადა ფრენკ სტალონემ.

 

 

ფრენკ სტალონე

 

მსგავსი ჭორი 2016 წელსაც გავრცელდა, რამაც როკისა და რემბოს გულშემატკივრები შოკში ჩააგდო, თუმცა სოციალური მედიის მიერ გავრცელებული სასტიკი ამბის სიცრუე მალევე გამჟღავნდა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge