13:55 19.12.2018
„ჯორჯიან თაიმსი“ კომპანია „ავერსს“ XIX ბიზნესრეიტინგში გამარჯვებას ულოცავს

14 დეკემბერს, თბილისი გარდენ ჰოლში, მედიაჰოლდინგ  „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XIX  ბიზნესრეიტინგის დაჯილდოება და საზეიმო საღამო გაიმართა, რომელშიც, სულ 38 კომპანია მონაწილეობდა. 

 

ღონისძიებას მთავრობის, საკანონმებლო ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, მედია და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. 

 

ბიზნესრეიტინგის ღონისძიებაზე, ტრადიციულად,  2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები და ინვესტორები გამოვლინდნენ. 

 

საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია - გარდამავალი გრან-პრის მფლობელი, ფარული კენჭისყრის საფუძველზე დასახელდა და წელს, გამარჯვებული კომპანია „ავერსი“ და პაატა კურტანიძე გახდა. 

 

 

"ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, კოლეგებს, მეგობრებსა და მონაწილეებს ამ დაფასებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი შრომაა ჩადებული 9 000 თანამშრომელის სახით, იმისთვის, რომ ჩვენი კომპანია ასეთი წარმატებული ყოფილიყო  მომავალი წელს არის "ავერსის" 25 წლის იუბილე, რაც საქართველოს ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია.


მინდა წარმატება ვუსურვო მომავალში ყველა მონაწილეს და ვიმედოვნებ, რომ მრავალი წლის განმავლობაში "ავერსი" მოწინავე პოზიციაზე იქნება." – განაცხადა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში "ავერსის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ.

 

მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“  კომპანია ,,ავერსს“  XIX ბიზნესრეიტინგში გამარჯვებას ულოცავს და მადლობას უხდის წლების მანძილზე გაწეული თანამშრომლობისთვის. 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge