16:02 19.12.2018
XIX ბიზნესრეიტინგის ღონისძიებაზე ბიზნესმენების რჩეული მედია „ტვ პირველი“ გახდა

14 დეკემბერს, თბილის გარდენ ჰოლში, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XIX  ბიზნესრეიტინგის დაჯილდოება და საზეიმო საღამო გაიმართა.

 

ბიზნეს რეიტინგის ფარგლებში გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია „ავერსი“ გახდა, ხოლო - წლის ინვესტორის პოზიცია კი კომპანია „დრიმ ლენდ ოაზისმა“ დაიკავა.

 

წელს პირველად, საუკეთესო მედია საშუალება ბიზნესმესმენებმა დაასახელეს და მათი გადაწყვეტილებით, ასეთად, ტელეკომპანია ტვ პირველი დასახელდა. 

 

„ეს  ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.  ბიზნესის დაჯილდოების ღონისძიებაზე ჯილდო გადაეცემა ტელევიზიას, რომელსაც ქართულ მედიასაშუალებებს შორის ყველაზე პატარა ისტორია აქვს. ვულოცავ „ტვ პირველს“ ამ ჯილდოს. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქვეყანაში პოლიტიკური ფულისა და  ინტერესების გარეშე  იქმნება მედიასაშუალება, რომელიც ამ ქვეყანაში თავისუფლების იშვიათი კუნძულია.

 

„ტვ პირველი“ ადასტურებს, რომ თუკი გულით მოინდომებ დიდი ფულის გარეშე გააკეთო საქმე, ეს - აუცილებლად წარმატებით  დასრულდება.“- განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.

 

შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა დამარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“, ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან  ატარებს.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge