14:52 21.12.2018
ბიზნესრეიტინგის XX საიუბილეო ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო

14 დეკემბერს, თბილისი გარდენ ჰოლში, მედიაჰოლდინგ  „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XIX  ბიზნესრეიტინგის დაჯილდოება და საზეიმო საღამო გაიმართა. 

 

ბიზნეს დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად, ყოველწლიურად ტარდება, ბიზნეს ელიტის შეკრების ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება. მას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ბიზნეს კლუბიც, სადაც წლის რჩეული ბიზნესმენები საკუთარ წარმატებას არაოფიციალურ გარემოში ზეიმობენ.

 

წელს, ღონისძიებაში, სულ 38 რჩეული კომპანია ღებულობდა მონაწილეობას. აქდან, 32 კომპანია „ზარაფხანას“ მიერ დამზადებული მოოქროვილი სამკერდე ბროშით - ბოლნური ჯვრით დაჯილდოვდა, ხოლო ექვს ინვესტორ კომპანიას მოოქროვილი სამკერდე ბროში - ლომი  გადაეცა. 

 

ღონისძიებას მთავრობის, საკანონმებლო ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, მედია და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.  სტუმრებს შორის გახლდათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და სხვა ოფიცილური პირები. 

 

წელს, ღონისძიების სპონსორები იყვნენ:

 

პლატინის სპონსორი „პეტროკას ენერჯი ჯგუფი“

 

ოქროს სპონსორი „ზარაფხანა“

 

გენერალური სპონსორია „სოკარი“

 

სპონსორი „ქედისტუდიო“

 

რჩეულთა შორის რჩეული კომპანია - გარდამავალი გრან-პრის მფლობელი, ბიზნესმენების მიერ, ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა და ასეთად  კომპანია „ავერსი“ და პაატა კურტანიძე დასახელდა.  

 

Investment Award  - ბიზნესრეიტინგის ღონისძიების ფარგლებში, წელს უკვე მესამედ გაიმართა და მასში ექვსი ინვესტორ კომპანია მონაწილეობდა.

 

კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, რჩეულთა შორის რჩეული ინვესტორი კომპანია  „დრიმ ლენდ ოაზისი“  და ნიკოლოზ გეგუჩაძე გახდა და მას სპეციალური ჯილდო - წარმატების მერიდიანი გადაეცა. 

 

წელს, საპატიო სტუმრების სტატუსით, ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი კომპანიები:

 

1. საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია „ველსი“ 

2. სიღნაღის არტ ჰოტელი

3. შავი ზღვის უნივერსიტეტი

4. ღვინი სეზო N1

5. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო

 

ყველა ზემოთჩამოთვლილი კომპანია სამკერდე ნიშნით, - ვერცხლის მოოქროვილი ბოლნური ჯვრით დაჯილდოვდა. 

 

ღონისძიების ფარგლებში წელს სიახლე იყო: ექსპერტების ჯგუფმა წლის რჩეული ბიზნესი გამოავლინეს და ასეთ წარმატებულად კომპანია ,,ჯორჯიან პროდაქტს“ და სოფიო ბარდაველიძე დაასახელეს, რომელიც, ვერცხლის ბროშით, - ლომით დაჯილდოვდა. 

 

ბიზნესრეიტინგის საღამოზე, უყურადღებოდ არც მედია დარჩენილა და მუდმივი თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, 32 მედიასაშუალება სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა.

 

სიახლე იყო ისიც, რომ წელს პირველად, ბიზნესმესმენებმა რჩეული მედიასაშუალება დაასახელეს. მათი გადაწყვეტილებით, ასეთად, ტელეკომპანია ტვ პირველი დასახელდა და  ვერცხლის ჯვარი გადეცა. 

 

რაც შეეხება ჟურნალისტების რჩეულ კომპანიას, წელს, მათი გადაწყვეტილებით, კომპანია  „ქართული ზეთისხილი“ და გიორგი სვანიძე დასახელდა.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ღონისძიებაზე, ბატონი ლიუ ძიმინი,  "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ,  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის საქმეში უდიდესი წვლილის შეტანისა და საუკეთესო უცხოელი ინვესტორის ნომინაციაში დააჯილდოვა და მას საჩუქრად მოოქროვილი სამკერდე ბროში - ლომი გადასცა.


ბატონ ლიუ ძიმინს,   ასევე,  სპეციალური პრიზი გადასცა ოსკარ შინდლერის აკადემიის წარმომადგენელმ - მაქს მეიერ შავიტმა.

 

ღონისძიების მუდმივი სპონსორობისა და მხარდაჭერისათვის, ასევე დაჯილდოვდა კომპანია „სოკარი“ და მაჰირ მამედოვი, რისთვისაც, მასაც, ჯილდოდ, მოოქროვილი სამკერდე ბროში - ლომი გადაეცა. 

 

დაჯილდოება ამით არ დასრულებულა! მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ კრეატიული ჯგუფის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა და მოვერცხლილი გულსაკიდით -  ვერცხლის ლომით   დაჯილდოვდა კომპანია „შუახმან ვაინს ჯორჯია“ და ნუცა აბრამიშვილი. 

 

ჯილდოს გარეშე არ დარჩენილა არც კომპანია „ზარაფხანა“ და ქეთევან გოგნაძე და ის ბიზნესის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის, მოოქროვილი ლომის გულსაკიდით დაჯილდოვდა. 

 

საღამოს დასასრულს, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა მალხაზ გულაშვილმა ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამარჯვებულებს ეს დიდი წარმატება მიულოცა:

 

"ბიზნესრეიტინგის ღონისძიება 1995 წელს დავაარსეთ და წლევანდელის ჩათვლით, მან უკვე მეცხრამეტედ ჩაიარა. სულ დაჯილდოებული გვყავს 282 კომპანია. შესაბამისად, ეს მეტყველებს იმაზე, რომ „ჯორჯიან თაიმსი“  ყოველთვის მხარში უდგას ქართულ ბიზნესს.


ჩვენ ჯერ კიდევ  წლების წინ ვაჯილდოებდით  ისეთ ქართულ ბიზნესს, რომლებსაც მაშინ არავინ არ იცნობდა, ახლა კი უკვე ძალიან პოლპულარულები არიან.  ეს კი გარკვეულწილად,  ჩვენი აღიარებაცაა.


ვფიქრობ, გავა წლები და ბიზნესსამყაროში კიდევ უფრო მეტი კაშკაშა ვარსკვლავი  გამოჩნდება.


„ჯორჯიან თაიმსის“ სახელით ვულოცავ ყველა გამარჯვებულს და სამომავლოდ, საიუბილეო ბიზნესრეიტინგის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტ სიახლეს გპირდებით!“ - განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.

 

რაც შეეხება საიუბილეო თარიღს, - XX ბიზნესრეიტინგს, მასზე მზადება უკვე დაწყებულია და „ჯორჯიან თაიმსი“ სამომავლოდ, კიდევ უფრო მასშტაბურ, საზეიმო ბიზნეს დღესასწაულს გპირდებათ!

 

 

 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge