16:01 21.12.2018
„ჩვენი მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო ბიზნეს ქვეყანა გახდეს“ - მიხეილ ხიდურელი

თბილისი გარდენ ჰოლში, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XIX ბიზნესრეიტინგის 2017-2018 წლის საზეიმო საღამო და დაჯილოდება გაიმართა. 

 

ბიზნესრეიტინგის ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე   გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია, გრან-პრის მფლობელი „ავერსი“ და პაატა კურტანიძე გახდა, ხოლო წლის ინვესტორი კი - კომპანია „დრიმ ლენდ ოაზისი“  და ნიკოლოზ გეგუჩაძე.

 

ღონისძიებაზე, კომპანიები სხვადასხვა ნომინაციბში, მოოქროვილი სამკერდე ბროშით - ბოლნური ჯვრით სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა დააჯილდოვა:

 

„სააგენტო „აწარმოე საქართველოში“  ბიზნეს გარემოს განვითარებაზეა ორიეტირებული, განსაკუთრებით რეგიონებში. სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად მცირე და საშუალო მეწარმეები გვემატება. ეს მზარდი ტენდენციაა. ჩვენი მთავარი მოტივაცია კი არის ის, რომ საქართველო  ბიზნეს ქვეყანა გახდეს.“ -აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა ღონისძიებაზე.

 

დაჯილდოებული კომპანიები არიან:

 

1. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“  და  ზურაბ გელენიძე ნომინაციაში: „ახალი ტექნოლოგიები ენერგეტიკაში; უმსხვილესი დამსაქმებელი; მეცენატი განათლების განვითარებაში;“

2. „ორბი ჯგუფი“ და ირაკლი კვეღელიძე ნომინაციაში: “ლიდერი უცხოურ ბაზარზე; მსხვილი დამსაქმებელი; სოციალური პასუხისმგებლობა;“

3. „სოკარი“ და მაჰირ მამედოვი ნომინაციაში:  „საუკეთესო ბიზნეს რეპუტაცია; უმსხვილესი გადამხდელი ბიუჯეტში“ CSR სტრატეგიის ლიდერი; 

4. „ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი“ და ბადრი წილოსანი ნომინაციაში: „საერთაშორისო სტანდარტების ინიციატორი ეროვნულ წარმოებაში; 170 წელზე მეტი ქვეყნის სამსახურში;“

5. „პეტროკას ენერჯი ჯგუფი“ და ივანე ნაკაიძე ნომინაციაში : „სოციალური პასუხისმგებლობა; მსხვილი საინვესტიციო პროექტები;“

6. „გალფი“ და გიორგი დევაძე ნომინაციაში: „მუდმივი პროგრესი და ინოვაციური ტექნოლოგიები; ხარისხის გარანტი;"

7. „ენ სი სი“ და  გეგი ქელბაქიანი ნომინაციაში: “ინოვაციური არქიტექტურული გადაწყვეტილებები; მსხვილი დამსაქმებელი;

 

ღონისძიების წამყვანებმა დაჯილდოებული კომპანიების წარმატება და საქმიანობა დამსწრე საზოგადოებას ორიგინალური, მხატვრული ფორმით გააცენეს:

 

„მინდა გითხრა, რომ ძალიან გაგიმართლა! ახალი ხიდითა და გვირაბით გზა შეიმოკლე.  შემდეგ  ქალაქის მწვანე ოაზისად ქცეულ პარკშიც შეისვენე. მერე ფანტანებიდან შესვი წყალი. მეტი რაღა! გახსოვდეს, ეს ყველაფერი „ენ სის სიმ“ გაჩუქა, გუნდმა -- რომელსაც უბრალოდ უყვარხარ შენ და უყვარს თავისი  ქვეყანა.

 

მერე კი,  როცა გულმა შინისაკენაც გაგიწია და შენმა ავტომ  გამცნო,  ცოტაც და ბენზინი შემოგველევაო, არავითარი პანიკა,  მეგობარო! ... „გალფის“ 145 ბენზინგასამართი სადგურიდან  ერთ-ერთი ხომ სულ ორიოდე ნაბიჯშია, სადაც მყისიერად მოგიგვარებენ პრობლემას და ისევ მშვიდად გაუყვები გზას.  

 

შენი ავტო შენზე არანაკლებ გონიერია და ორივენი უმაღლესი ხარისხის ბენზინის კომფორტს მომენტალურად შეიგრძნობთ! გახსოვდეს,  რომ კომპანია, რომელიც გალფს უმაღლესი ხარისხის საწვავით ამარაგებს „პეტკოკას ენერჯი ჯგუფია!“ მისი მრავალფუნქციური ჰოლდინგის თაოსნობით კონტინენტიდან კონტინენტზე საწვავი მდინარეებად მოედინება.  

 

ამასობაში დაზამთრდა,  შენს ბინაში კი ნათურებიც  ჩახჩახებს და   გაზქურაც  გუზგუზებს. შენი ასეთი კომფორტისთვის ორკესტრი აწყობილად უკრავს, რომელსაც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ვირტუოზულად  დირიჟორობს, რომლის პრიორიტეტი შენთვის სიმყუდროვის შექმნაა.  

 

და დადგა დრო,  ვიქ-ენდიც დაგეგმო, თუნდაც ზღაპრულ აჭარაში. ავტოთი მგზავრობა თუ გეძნელება, მხოლოდ ინატრე და ამიერკავკასიის უძველესი და უმსხვილესი გაერთიანება „ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი“ თავისი კომფორტული ვაგონებით ლამის კართან ჩამოგიქროლებს და რამდენიმე საათში მოუსვენარი თბილისიდან  ზღვისპერეთში აღმოჩნდები. 

 

და აი ბატონო! ბათუმში ხარ! მარადმწვანე ბულვარი  ზღაპრულ პლანეტად ქცეულა, აქეთ „ორბი ტვინ  თაუერი“ და „ორბი რეზიდენსია“, იქით „სიი თაუერსი“ და „ორბი პლაზა“. ეს ყველაფერი ჯადოსნური ჯოხის ერთი მოსმით კომპანია „ორბი ჯგუფმა“ შექმნა. ორბი ხომ „ფიებსი ფრიქს დი ექსელენს“  - ის  მფლობელია.  

 

გადის დრო და გრძნობ, გონიო,  კვარიათი,  ქობულეთი და შეკვეთილიც მოგნატრებია.  გაუყვები გზებს და კვლავ ნავთობის  სამყაროში ხვდები - „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ მულტინაციონალური მზარდი და სტრატეგიულად მრავალფეროვანი კომპანიის ავტოგასამართი სადგურები ნებისმიერ ავტოს ბედნიერებას ანიჭებს. „სოკარი“  ხომ ბენზინს კი არა, ფრთებს ასხამს!

 

შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“, ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან  ატარებს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge