16:50 21.12.2018
"ბიზნესისთვის დიდი სტიმულია წლის ბოლოს საქმიანობის შეჯამება და ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა"

თბილისი გარდენ ჰოლში, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XIX ბიზნესრეიტინგის 2017-2018 წლის საზეიმო საღამო და დაჯილოდება  გაიმართა. 

 

ბიზნესრეიტინგის ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე   გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია, გრან-პრის მფლობელი „ავერსი“ და პაატა კურტანიძე გახდა, ხოლო წლის ინვესტორი კი - კომპანია „დრიმ ლენდ ოაზისი“  და ნიკოლოზ გეგუჩაძე.

 

ღონისძიებაზე, კომპანიები სხვადასხვა ნომინაციბში, მოოქროვილი სამკერდე ბროშით - ბოლნური ჯვრით ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ დააჯილდოვა.

 

"დიდი მალდობა „ჯორჯიან თაიმსს“, უკვე მერამდენედ  ამ ბრწყინვალე ღონისძიების ორგანიზებისათვის. ბიზნესისთვის ძალიან დიდი სტიმულია წლის ბოლოს საქმიანობის შეჯამება და მსგავსი ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობა, რომ არაფერი ვთქვათ გამარჯვებაზე. მინდა ყველა კომპანიას მიულოცო, ვუსურვო წარმატებული 2019 წელი  და ყველა იმ პრობლემისა და გამოწვევის დაძლევა, რომელიც დღეს გააჩნიათ."- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

დაჯილდოებული კომპანიები არიან:

 

1. "ბაზის ბანკი" და დავით ცაავა ნომინაციაში:  „უნივერსალური ფინასური ინსტიტუტი; ახალი საინვესტიციო პროექტები;“

2. "PSP ჯგუფი" და გოჩა გოგილაშვილი ნომინაციაში: „სამედიცინო სფეროს ლიდერი; უმსხვილესი ქსელი ქვეყნის მასშტაბით; მსხვილი დამსაქმებელი;“

3. "ავერსი" და  პაატა კურტანიძე ნომინაციაში: „უმაღლესი სტანდარტის ფარმაცევტული საწარმო; მომსახურების მაღალი ხარისხი;“

4. "კავკასიის ავტოიმპორტი" და გიორგი სურგულაძე ნომინაციაში: „წამყვანი როლი ავტოპარკის სწრაფ განახლებაში ; წარმატებული გლობალიზაცია;  ეფექტური მიწოდების ჯაჭვი;“

5. "ტოიოტა ცენტრი თბილისი" და  ირაკლი გურჩიანი  ნომინაციაში: „დროის წინმსწრები სტანდარტები;  იდეალური კომფორტი და ხარისხი; კრეატიული უსაფრთხოება

6. "ქედი სტუდიო" და გია ალიხანაშვილი ნომინაციაში: „ქართული ბიზნესის იმიჯის შემქმნელი; კრეატიული იდეები და გუნდის პროფესიონალიზმი;“

 

ღონისძიების წამყვანებმა დაჯილდოებული კომპანიების წარმატება და საქმიანობა დამსწრე საზოგადოებას ორიგინალური, მხატვრული ფორმით გააცენეს:

 

ანაბარი ცხადია  „ბაზისბანკში“ გაქვს გახსნილი და  სტაბილურად იზრდება. ჰუალინგის  დაზღვევაც შენს სამსახურშია და  სალიზინგო კომპანია „ბი ეიჩ ლიზინგიც“.  ასე რომ, ვიდრე  ფული „ბაზისბანკში“ გაქვს,  როგორც იტყვიან,  თავიც ქუდში გაქვს. 

 

და თუ მაინც რამეზე ღელავ, შეიარე „ავერსში“, ის ყოველთვის მზადაა შენს მოსასმენად. გახსოვდეს,  ავერსის ქსელში 250-მდე აფთიაქი, კლინიკათა ქსელი და  სადაზღვეო კომპანია „ალფაა“.  და თუ სადმე შემთხვევით, თუნდაც  ფეხი იღრძე, მშვიდად იყავი  - ავერსმა იცის, როგორ მოგხედოს.

 

თუმცა,  გატყობ რაღაცაზე მაინც ღელავ, უეჭველი  ახალი ავტომობილი გჭირდება. ჰოდა შეგახსენებ, „კავკასიის ავტოიმპორტმა“  70 000  ადამიანის ყოველდღიურობა უკვე შეცვალა და სადაც ამდენი ათასი, იქაც შენ! მშვიდად --  იყავი ახალი ავტომანქანა უკვე შენსკენაც მოქრის. კავკასიის "ავტოიმპორტი ჰომ"  საქართველოში ამერიკული ავტოაუქციონის გიგანტის - COPART-ის ოფიციალური წარმომადგენელია! 

 

კარგახანი იფიქრე და ზუსტად იცი, ტოიოტა გჭირდება! ჰოდა „ტოიოტა ცენტრი  თბილისი"  გელის! ის 20 წელზე მეტია, წარმატებულად  უსრულებს  ოცნებას "ტოიოტას" ფანებს.  ჰოდა,  გაქროლდი ტოიოტას ცენტრისკენ ტოიოტას სიჩქარით! 

 

რაღა დაგიმალოთ და საოცრებები "პსპ"- შიც ხდება.   მანქანა "პსპ"-ს გათამაშებაშიც  შეგიძლია მოიგო! თუნდაც, ახალთახალი სუზუკი ვიტარა... მეტიც,  შესაძლოა,  შენი გახდეს  ბინა თბილისის ცენტრში... 1000 ლარიანი ხელფასი 1 წლით, და აღარ გავაგრძელებ...  მოკლედ ასე: შეივლი "პსპ"-ს  „ სტივი ევორდსის“ მფლობელ ნებისმიერ  აფთიაქში, რომელიმე მომხიბვლელი  ფარმაცევტისგან იყიდი ათიოდე  ლარის წამალს და იგებ მანქანას ან ბინას.  გარწმუნებთ, ამ სიხარულის სტრესს კატაბალახას 30 წვეთი ნამდვილად ვერ მოგიხსნის.

 

ამასობაში ბიზინესი თუ წამოიწყე, ესე იგი რეკლამაც უეჭველი გჭირდება. გახსოვდეს,  "ქედი სტუდიო"  ისეთ სარეკლამო კამპანიას გაგიწევს,  დამიჯერე, წარმატება არ დააყოვნებს!

 

შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“, ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან  ატარებს.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge