17:15 21.12.2018
''ბრავო რექორდსის'' გუნდი „ჯორჯიან თაიმსს“ და ბიზნესრეიტინგის ორგანიზატორებს მადლობას უხდის“

14 დეკემბერს, თბილისის ''გარდენ ჰოლში'', მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებით, რიგით XIX ბიზნესრეიტინგის საზეიმო საღამო და დაჯილოდების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე, ტრადიციულად, 2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები და ინვესტორები გამოვლინდა.


რჩეულ 27 ბიზნეს კომპანიას შორის,  ბრავო რექორდიცმოხვდა და შემდეგ  ნომინაციებში დაჯილდოვდა:


 

 

.    მსოფლიო დონის მუსიკალური რექორდ ლეიბელის შემქმნელი დასვლური ტიპის მენეჯმენტი;

.    შოუ ბიზნესის იმიჯის ფუძემდებელი

 

ბიზნესდღესასწაულს, მუსიკალურად სწორედ „ბრავო რექორდსის“ სახელით, მომღერლები - ნოდიკო ტატიშვილი და ნუცა ბუზალაძე აფორმებდნენ.

 

„ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ ბიზნესრეიტინგის ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა:


''ბრავო რექორდსის'' გუნდი პატივისცემას გამოხატავს და უღრმეს მადლობას უხდის დაჯილდოების ცერემონიალის ორგანიზატორებსა და „ჯორჯიან თაიმსს“. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ჯილდო მომავალში ხელს შეუწყობს საქართველოში მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებას და მის სრულფასოვან ბიზნესად ჩამოყალიბებას. - განაცხადა ზაზა შენგელიამ.

 

შეგახსენებთ, რომ მუსიკალური ბიზნეს კომპანია „ბრავო რექორდსი“ არის პირველი დასავლური სტანდარტებით მომუშავე რექორდ ლეიბლი რეგიონში, რომელიც ახორციელებს მსხვილ მუსიკალურ პროექტებს, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. სტუდია აღჭურვილია უმაღლესი დონის ხმის ჩამწერი აპარატურით.


კომპანია მუშაობს მუსუკოსებთან უქმნის კარიერას,  რეპერტურს და   იმიჯს.


„ბრავო რექორდსი“  მსოფლიოს წამყვანი რექორდ ლეიბლების  Sony Music Entertainment, Warner Music Group და Universal Music Group პარტნიორია.


საქართველოს ისტორიაში პირველად, 2018 წლის “Grammy”-ს დაჯილდოებაზე, ალბომმა, სადაც “ბრავო რექორდს”-ში ჩაწერილი ქისტურ-ლათინური სინგლი შევიდა, „Grammy“-ს ჯილდო მოიპოვა.

 

 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge