12:10 26.11.2019
XX საიუბილეო ბიზნეს რეიტინგის რჩეული კომპანიები გამოვლინდა

27 ნოემბერს, 20:30 საათზე, მედიაჰოლდინგი ჯორჯიან თაიმსიდა გორბიბიზნეს რეიტინგის მე-20 საიუბილეო გრანდიუზულ, საზეიმო ცერემონიალს, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გამართავენ. ტრადიციულად, გალა საღამოზე წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდებიან.  რჩეულთა შორის რჩეულს კი, თავად ბიზნესმენები აირჩევენ, ხოლო, წლის საუკეთესო ინვესტორს კომპეტენტური  ჟიური გამოავლენს.

 

წელს უკვე მეოცედ საქართველოს საუკეთესო კომპანიისა და ბიზნესმენის გამოსავლენად  მედიაჰოლდინგი “The Georgian Times”-ის მიერ დამკვიდრებული ტრადიციული ბიზნეს რეიტინგი გამორჩეულად ჩატარდება. რეიტინგების დათვლას  საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი  “გორბი“ აწარმოებს. 

 

წელს,  XX  საიუბილეო ბიზნეს რეიტინგის სპონსორები არიან:

 

  1. პეტროკას ენერჯი ჯგუფი - პლატინის სპონსორი - ივანე ნაკაიძე
  2. არემჯი - ოქროს სპონსორი - თორნიკე ლიპარტია
  3. ზარაფხანა - ალმასის სპონსორი - ნიკოლოზ ნაყოფია
  4. სოკარ ენერჯი ჯორჯიას ჰოლდინგი - გენერალური სპონსორი - მაირ მამედოვი
  5. სენა აუტო ჯგუფი - ვერცხლის სპონსორი - გია ალიხანაშვილი
  6. ჯორჯიან პროდაქტსი - სპონსორი   - დავით ბარდაველიძე      

 

წლის ბიზნეს რეიტინგის რჩეული კომპანიებია

 

1. ავერსი - პაატა კურტანიძე

2. ასკანელი ძმები - ირაკლი უგლავა

3. გეოპლანტი/გურიელი მიხეილ ჭკუასელი

4. MMT  ჰოსპიტალი - ლევან ქარაზანაშვილი

5. ენ სი სი - გეგი ქელბაქიანი

6. ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი - ბადრი წილოსანი

7. ვისოლ ჯგუფი - სოსო ფხაკაძე

8. კავკასიის ავტოიმპორტი - გიორგი სურგულაძე

9.  მენეჯმენტის სისტემები - ელგუჯა მელაძე

10.  ორბი ჯგუფი - ირაკლი კვერღელიძე

11. PSP ჯგუფი  - გოჩა გოგილაშვილი

12. სანო სტუდია - მერაბ სანოძე

13. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი  - ოლექსი ვილხოვოი

14. ტოიოტა ცენტრი თბილისი - ირაკლი გურჩიანი

15. თელიანი ველი ქინძმარაულის მარანი - ირაკლი ბოკუჩავა

16. შუხმან ვაინს ჯორჯია  - ნუცა აბრამიშვილი

17.  ჯორჯიან მანგანეზი - მერაბ ლომინაძე

18. ჯორჯიან ექსპრესი DHL - ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში - ეკატერინე არველაძე

 

 

წლის რჩეული ინვესტორებია

1. აი გრუპი -  კახაბერ გულედანი

2. კარდანახის ღვინის ქარხანა N1 - ივანე გაგუა

3. ეკატერინეს სასახლე ლისზე - თეონა ზაქრაძე 

4. სევსამორა რეზორტი და სპა - გიორგი გაგუა

5. გეოპროვიჟენ  ლევან ვაჩნაძე

 

ტრადიციულად მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდება


საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომისტები, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტები, ბიზნესმრჩეველები, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები ღებულობენ მონაწილეობას.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge