19:03 23.05.2020
„კანსტანტინეს პაპა იყო ერზრუმელი სომეხი, ოვანესიანი, რომელიც რო ჩამოვიდა აქა, გვარი გადაიკეთა“ - გაარკვიეთ, ვინ არის კარაპეტიანი და რას გვერჩის!

ფეისბუკმომხმარებელი კარენ კარაპეტიანი, რომელიც ქართულის ცოდნითა და განსწავლულობით არ გამოირჩევა, სოციალურ ქსელში ზვიად გამსახურდიას შესახებ მოულოდნელ განცხადებას აკეთებს: „კანსტანტინეს პაპა იყო ერზრუმელი სომეხი, ოვანესიანი, რომელიც რო ჩამოვიდა აქა, გვარი გადაიკეთა. შინაურ წრეში ზვიადის ზატიკას ეზახდენ და იცოდა თავისი წარმოშობა ცხონებულმა“. - წერს კარენ კარაპეტიანი.

 

ამ ვინმე კარაპეტიანს სიმართლის დადგენის სურვილი რომ ჰქონდეს, ძალიან ადვილად მოიძიებდა სტატიას „ბატონ ზვიად გამსახურდიას გვარის გენეალოგიის შესახებ“, სადაც ქრონოლოგიურად არის ყველა დეტალი წარმოდგენილი და ახსნილი, ვინ იყვნენ ზვიად და კონსტანტინე გამსახურდიების წინაპრები. სამწუხაროდ, შოვინისტური სისულელეების წერა და აფიშირება კარაპეტიანის თვითმიზანია და ეს კარგად ჩანს მისი ფეისბუკგვერდიდანაც. კარაპეტიანი საქართველოს მოქალაქეა, ცხოვრობს თბილისში, უბრალოდ, გამართული ქართული ვერ თუ არ ისწავლა. მისი საქმიანობა სოციალურ ქსელში ემსახურება ერთ მიზანს, ამტკიცოს, რომ ყველაფერი ქართული სინამდვილეში სომხურია და ყველა დიდი ქართველი სომეხია. გამსახურდიების სომხობა დღევანდელი „აღმოჩენაა“. მანამდე ამტკიცებდა, რომ შოთა რუსთაველის დნმ-ი 100% სომხურია, რომ ქართველებს ანბანი სომეხმა მესროპ მაშტოცმა შეუქმნა, ყველაზე მაგარი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილიც სომეხია. თბილისი სომხური ქალაქია და იგი დაშნაკებმა უნდა დაიბრუნონ....  რომ სომხეთის ჯანდცვის მინისტრი სიმართლეს ამბობს. 

 

საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი სომხური კომპლექსი - ყველაფერი კარგი სომხურია! - ხშირად ისეთ აბსურდებამდე მიდის, რომ ბევრს სასაცილოდაც აღარ ჰყოფნის, მაგრამ სავარაუდოდ, ამ კარაპეტიანის გადამკიდეებს უფრო საშიშ და სერიოზულ პრობლემასთან უნდა გვქონდეს საქმე, ვიდრე სომხების  გენეტიკური ახირებაა. კარენ კარაპეტიანის ფეისბუკგვერდი ძალიან ჰგავს ფეიკს. ამ ადამიანს არც ერთი ფეისბუკმეგობარი არ ჰყავს და უდევს ერთადერთი ფოტო, რომელიც არავინ უწყის, ვისია. ამით იმის თქმას ვაპირებთ, რომ ეს ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობს ქართული საზოგადოების გამოწვევას, გაღიზიანებას და მათთვის ყველაზე ძვირფასი სახელების ლაფში გასვრას, ეროვნული შუღლის გაღვივებას. ვინ არის ეს კაცი? რა უნდა და რას უმიზნებს, ამას რიგითი მოქალაქეები ვერ გავარკვევთ. ეს უკვე შესაბამისი სამსახურების საქმეა, ვიდრე კარაპეტიანს თავზე არ გადაუმხია ყველაფერი ქართული.     




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge