14:28 28.04.2016
მჟაუნას სუპი ჭინჭრით

ამ წვნიანს განსაკუთრებით ვურჩევ იმათ, ვისაც ჰემოგლობინი აქვს დაბალი. ჯინჭრის ნახარში მაღლა წევა ჰემოგლობინს (უკუჩვენება – მაღალი პროთრომბინის ინდექსი)

მასალა:6651

  • 400გრ მჟაუნა
  • 400გრ ჯინჭარი
  • 200გრ მაცარქათამა (იყიდება ბაზარში)
  • 400 გრ ახალი კარტოფილი
  • ოხრახუში, კამა, ქინძი – გემოვნებით
  • 1 ხახვი

ხახვი მოვთუშოთ ზეთში. ჯინჭარი გავაჩეროთ 1 წთ ცხელ წყალში და მერე დავჭრათ. მოვხარშოთ ქვაბში კარტოფილი, ცოტა რომ დააკლდება მოხარშვა, ჩავამატოთ დაჭრილი მჟაუნა, მწვანილი, მოთუშული ხახვი. ბოლოს კი ჯინჭარი. ვხარშოთ 1 წთ. თეფშზე მოუხდება 1 ს.კ. არაჟანი!

მიირთვით გემრიელად და იყავით ჯანმრთელები!




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge