16:35 07.07.2016
გვითხარით, როგორ მუშტავთ ხელს და ჩვენ მოგიყვებით თქვენზე ყველაფერს

 

არსებობს კიდევ ერთი მეთოდი ადამიანის ამოსაცნობად და ეს ხელის მომუშტვაა. სამი სახეობა არსებობს. სამივე ნახატზეა წარმოდგენილი. აირჩიეთ ის, რომელიც თქვენ ან თქვენთვის საინტერესო ადამიანს ახასიათებს და გაეცანით შედეგს. 

 

A ვარიანტი

 

შინაგანად: მგრძნობიარე, ფანტაზიორი და დაუცველი ხართ. გიყვართ ხალხის დახმარება. ენთუზიაზმით ხართ აღსავსე. მუდამ ნერვიულობთ წვრილმანებზე. ცოტათი მოუთმენლობა გახასიათებთ; აგრეთვე, თვითირონია. ზოგჯერ ავანტიურისტი და ცნობისმოყვარე ხდებით. 

 

გარეგნულად: ითხოვს დაცვასა და გულწრფელობას. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაღიარონ და მიგიღონ ისეთი, როგორიც ხართ. ზოგჯერ ძალიან მიამიტი ხართ და ამით ბოროტად სარგებლობენ. თავად კი მუდამ გულწრფელობას ეძებთ გარშემო მყოფებში, რადგან კარგად გრძნობთ, ვინ როგორაა თქვენ მიმართ განწყობილი. იცით, როგორ გაარჩიოთ ერთმანეთისგან სიყვარული და სიძულვილი. 

 

სასიყვარულო მხარე : გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა. ვერ ვიტყვით, რომ არასდროს ბრაზდებით, მაგრამ ცუდ განწყობას სიყვარულის გამო იხშობთ. გარშემო მყოფებს კარგად ექცევით და თქვენთვის ეგოიზმი უცხო ხილია. 

 

B ვარიანტი 

 

გარეგნულად: ნიჭიერი, კრეატიული, შარმიანი ბრძანდებით. სხვადასხვა სფეროში გყავთ მეგობრები. ყოველმხრივ განათლებული ხართ. იცით, რომ ხართ მიმზიდველი, ჭკვიანი და თავდაჯერებულად იქცევით. გაქვთ საკუთარი ღირსების შეგრძნება. ზოგჯერ იქმნით იდეალებს. 

 

შინაგანად: მგრძნობარე გული გაქვთ, მოქმედების სურვილი გამოძრავებთ, მაგრამ ტკივილის შიში უკან გახევინებთ. ბევრს მოელით, მაგრამ წარუმატებლობის განცდა გაფერხებთ. ბროლის გული გაქვთ და ტკივილს გაურბით. სულ მცირედიც კი დაგაკმაყოფილებთ, მთავარია, გყავდეთ ადამიანი, რომელიც გულწრფელად შეგიყვარებთ. 

 

სასიყვარულო მხარე: გადამეტება გახასიათებთ. მოგონებებში იძირებით და მათი გაშვება გიჭირთ. თუ გადაწყვიტეთ, რომ კონკრეტული ადამიანი თქვენთვის ძვირფასია, თაყვანისმცემელსაც არ გაიჩერებთ გვერდით, რადგან თქვენს საყვარელ ადამიანს არ აწყენინოთ. 

 

C ვარიანტი

 

გარეგნულად: კრეატიული, გონებაგახსნილი, ემოციური ხართ. არ იბნევით რთულ სიტუაციებში, სწრაფად რეაგირებთ მომხდარზე. ჰარმონიისკენ მიისწრაფვით. ადამიანებს არ უჭირთ თქვენთვის გულის გადაშლა. 

 

შინაგანად: საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება ჩვეულებრივად მიგაჩნიათ, რადგან სხვები არ დააზარალოს. გირჩევნიათ გაჩუმდეთ, ვიდრე უსიამოვნო საუბარში აჰყვეთ თანამოსაუბრეს და დაამტკიცოთ საკუთარი სიმართლე. არავის გაუჭირდება თქვენი გაგება, თუ ცოტათი ფანტაზიასა და დიპლომატიას მოიშველიებთ. 

 

სასიყვარულო მხარე: არ გიყვართ ურთიერთობის ხმაურიანი გარჩევები. კომფორტული გარემო და ასეთივე ურთიერთობა გირჩევნიათ. ხოლო, თუ ადამიანი გულს გატკენთ, შოკში ჩაგაგდებთ ან ტრავმას მოგაყენებთ, მისი გულწრფელი ბოდიში ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. 




ავტორ(ებ)ი : marao.ge