11:01 03.08.2016
რუსული პრესა მიმი შელიას პლასტიკური ოპერაციების შესახებ წერს - ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა ლამაზმანი ოპერაციებამდე

მიმი შელიას პლასტიკური ოპერაციების შესახებ ალაპარაკდა რუსული ყვითელი პრესა. ამის შესახებ  ფიოდორ სმოლოვას ყოფილი შეყვარებული საუბრობს.

მიმი შელიას პირველი მეუღლე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჭანტურია იყო. შემდეგ შელიას რომანი ჰქონდა რუსეთის ნაკრების ფეხბურთელ ფიოდორ სმოლოვთან. წერენ, რომ მათმა ურთიერთობამ ფიასკო განიცადა. თუმცა ფეხბურთელთან დაშორების შემდეგ ლამაზმანი სულაც არ გამოიყურება უბედურად. მირანდას პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა.

ლამაზმანის სურათები ინსტაგრამზე ძალიან პოპულარულია. ათასობით მოწონება და ასობით კომენტარი აქვს. ხშირად განხილვის საგანი ხდება მოდელის გამოჩენა ამა თუ იმ ადგილზე. 
ბევრი მას ირინა შეიკს ადარებს, თუმცა საუბრობენ პლასტიკური ქირურგიაზე და რომ მისი ჩარევის შედეგს უნდა უმადლოდეს მოდელი სილამაზეს.

თავად მირანდა უარყოფს პლასტიკურ ოპერაციებს:  "ერთ დროს ჩემი ფოტოსურათები თითქმის მიკროსკოპულად შეისწავლეს. ყველა შეეცადა რაღაც ხარვეზი, ნაკლი ეპოვნათ. ჩემი სილამაზე და პოპულარობა არაა პლასტიკური ქირურგიის დამსახურება "- განუცხადა ,,სტარჰიტს'' მოდელმა.

შეგახსენებთ,რომ მოდელისა და ფეხბურთელის დაშორების შემდეგ, შელიას წინააღმდეგ ისაუბრა სმოლოვის ყოფილმა მეუღლემ ვიქტორია ლოპურევამ.

მოდით, არ ვისაუბრებ ამ ქალზე. ის არ არის ღირსი. შეიძლება მას ეწოდოს ქალი? 

 




ავტორ(ებ)ი : etanews.ge